მწვავე პროცესს ნელ-ნელა მოსდევს გამოჯანმრთელების პერიოდი მშობლების აქტუალურ შეკითხვებს ცნობილი პედიარტი ექიმი კომაროვსკი პასუხობს
შეიძლება გარეთ გასვლა და სეირნობა, როცა ბავშვს ბრონქიტი აწუხებს?
ბავშვს, რომელსაც აქვს სასუნთქი გზების პრობლემა განსაკუთრებით სჭირდება სუფთა ჰაერი. როდესაც არის მწვავე პროცესი, როდესაც ბავშვი რელაურად ცუდად გრძნობს თავს, არ აქვს მადა, აქვს მაღალი ტემპერატურა და გარშემო ყველა დათრგუნულია, ცხადია, ამ დროს არ არის მიზანშეწონილი სეირნობა. ამ მწვავე პროცესს ნელ-ნელა მოსდევს გამოჯანმრთელების პერიოდი. ამ დროს აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა. აქ საჭიროა დავიცვათ ნორმები, ამ დროს ბავშვი არ უნდა გაოფლიანდეს, არ უნდა ირბინოს, რათა თავიდან არ გახდეს ავად. თუ ის ბებიასთან ერთად დაჯდება სუფთა ჰაერზე და წიგნს წაიკითხვას, წყნარად ისეირნებს, თუ ბავშვი პატარაა და ჩასვამთ სასეირნო ეტლში, ამაში არაფერია ცუდი. პირიქით, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხველა არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ ბავშვს სჭირდება სუფთა ჰაერი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ