მეცნიერებმა სტაფილოში ახალი სამკურნალო თვისება აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სტაფილოში ახალი სამკურნალო თვისება აღმოაჩინეს. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კაროტინის შემცველი ბოსტნეულის რეგულარული მიღება მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნის თავიდან აცილების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
მეცნიერები გოგონების კვების რაციონს 1996-1998 წლებში აკვირდებოდნენ. 2005-2010 წლებში კი კვლევის შედეგები გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილე 6 000 გოგონადან 122-ს მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა. ჯანმრთელი და დაავადებული გოგონების რაციონის შედარების შემდეგ დადასტურდა, რომ დაავადებულ გოგონებს კარატინოიდების (პიგმენტთა ჯგუფი, რომელსაც ნარინჯისფერი ბოსტნეული შეიცავს) დონე შემცირებული ჰქონდათ.
"კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი განახევრებული ჰქონდათ იმ გოგონებს, რომლებიც კაროტინის შემცველ პროდუქტებს უფრო ხშირად მოიხმარდნენ", - აცხადებს მკვლევარი კეროლაინ ბოკი.
კაროტინოიდებს ანტიოქსიდური თვისებები ახასიათებთ. ისინი თავისუფალ რადიკალებს შთანთქავენ, რომლებიც ხშირად ხდებიან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზნი. აქედან გამომდინარე, სტაფილოს ან სხვა ნარინჯისფერი პროდუქტის რეგულარული მიღება "ქალური" დაავადებებისადმი ორგანიზმს გამძლეობას ანიჭებს.
ამ დასკვნას ეთანხმებიან მამოლოგებიც. მათი თქმით, კვირაში ერთხელ ერთი ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება კიბოს უჯრედების გამრავლებას შეაფერხებს. მეტის დალევა საჭირო არ არის. ზუსტად ეს დოზა დაგეხმარებათ ახალწარმონაქმნების წინააღმდეგ ბრძოლაში.