4 წლის იყო, როცა ბუნების გადაღება დაიწყო 1964 წლიდან ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმი ყოველწლიურად ატარებს ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფის გამოსავლენ კონკურსს. წელს კონკურსის გამარჯვებული ყველასთვის მოულოდნელი პრეტენდენტი გახდა – 9 წლის ესპანელი ფოტოგრაფი კარლოს პერეს ნეველი.
კარლოსის მშობლები მოგზაურობის მოყვარულები არიან, მსოფლიოში ხშირად მოგზაურობენ და ვაჟიც თან დაჰყავთ. ბიჭუნა სულ 4 წლის იყო, როცა დაიწყო გადაღება – ყველაფერს იღებდა, რაც გზად შეხვდებოდა – ჯერ ჩვეულებრივი ფოტოაპარატით, ახლა კი უკვე პროფესიონალური აღჭურვილობა აქვს.
კარლოსს უყვარს მცენარეებისა და ცხოველების გადაღება.
მისი ნამუშევარი "ლოკოკინა მზეზე" – 2014 წლის გამარჯვებული
ნორჩ ფოტოგრაფს პრიზი თვით კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა გადასცა
თუ ადამიანს აქვს გატაცება ან ოცნება, უნდა ახსოვდეს, რომ არაფერი: ვერც ასაკი, ვერც შესაძლებლობების ნაკლებობა ვერ შეუშლის ხელს ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. მთავარია სურვილი, აკეთოს საყვარელი საქმე და განვითარდეს ამ მიმართულებით.