მარტოხელა დედას ყოველთვის აქვს გათხოვებისა და პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი ახალგაზრდა განქორწინებული დედები ხშირად უარს ამბობენ პირად ცხოვრებაზე. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არც ერთი კაცი არ მოიყვანს ცოლად შვილიან, მით უმეტეს, ორ და მეტშვილიან ქალს. სინამდვილეში, მარტოხელა დედას ყოველთვის აქვს გათხოვებისა და პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი და რაც არ უნდა ამტკიცონ მამაკაცებმა, რომ ცოლად მხოლოდ "უბიწო ქალიშვილს" მოიყვანენ, საბოლოოდ ბევრი მათგანი სწორედ ბავშვიან ქალს ირჩევს ცხოვრების მეგზურად.
წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, რის გამოც თურმე მამაკაცი მზადაა, შვილიანი ქალი შეირთოს ცოლად:
1. ორსულობასთან დაკავშირებული ფაცი-ფუცისგან თავისუფალი იქნება. არ მოუწევს ორსული მეუღლის ჭირვეულობის ატანა და სამშობიაროს მისაღებში ნერვიულობა, რადგან ქალი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილი, გათხოვებისთანავე დაფეხმძიმებაზე არ ფიქრობს. მექანიზმმა "პირველ რიგში შვილი უნდა გავაჩინო" უკვე იმუშავა. ახლა მეუღლეებს მეტი დრო ექნებათ ერთმანეთისთვის. თუ გამრავლებას გადაწყვეტენ, ქალს შვილების გაჩენისა და აღზრდის გამოცდილება უკვე მიღებული ექნება.
2. ბავშვის საწოლთან ღამ-ღამობით მორიგეობა არ მოუწევს.
3. უკვე წამოზრდილ ბავშვი ყურადღებას 24-საათიან რეჟიმში აღარ საჭიროებს, ამიტომ ქალს მეუღლისთვის მეტი დრო დარჩება.
4. მშობიარობის შემდგომი დეპრესია მათ ურთიერთიერთობას ჩრდილს ვეღარ მიაყენებს. შვილიანი ქალი მამაკაცებში უფრო მეტად აფასებს ერთგულებას და საიმედოობას, ვიდრე გარეგნობასა და ცხენზე ამხედრებული პრინცის იმიჯს. ერთხელ თავსგადახდენილი მარცხი აიძულებს, ისეთი კაცი მოძებნოს, რომელსაც საკუთარ და შვილის ბედს ანდობს.
5. თუ ბავშვი უკვე 3-4 წლისაა, მასთან უკვე მეგობრობაც შეიძლება, ანუ თავიდან აიცილებენ პერიოდს, როცა პატარას არც სიარული, არც ლაპარაკი არ შეუძლია და მხოლოდ ხელით ტარებასა და სათუთ ზრუნვას ითხოვს. ეს პერიოდი მამაკაცებს ძალიან თრგუნავთ. სამაგიეროდ, ბავშვი, რომელიც უკვე დადის და ლაპარაკობს, კაცისთვის უფრო საინტერესოა.
კაცისთვის ასეთი ქორწინების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მასთან საცხოვრებლად საყვარელი ქალი გადადის და მნიშვნელობა არა აქვს, შვილი ჰყავს მას თუ ბებია მიჰყვება მზითევში. მთავარია, საყვარელი ადამიანის გვერდით იცხოვროს, ქალი კი მასთან ერთად სიცილით გაიხსენებს, როგორ იფიცებოდა, კაცებისკენ აღარასოდეს გავიხედავო.