სინამდვილეში ხომ დედა ჩვეულებრივი ადამიანია დედა ყველაზე ჭკვიანია. ყველაფერი იცის, იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ მისთვის კითხვის დასმისაც გეშინია. შეიძლება დაგსაჯოს, ან პირიქით, წაგახალისოს... სინამდვილეში ხომ დედა ჩვეულებრივი ადამიანია. ხანდახან სისულელეებსაც სჩადის და ცდება კიდეც. ჭკვიანი დედა როგორია? აი, ამ დედის 3 კანონი.
კანონი 1 - დედა ზოგჯერ... ჩერჩეტია
ჭკვიანი დედა ყოველთვის აღიარებს, რომ ზოგჯერ სისულეებსაც სჩადის, შეცდომები მოსდის, ზედმეტს ყვირის და ზოგჯერ უსამართლოა. პატარამ იცის, რომ უფროსები არასწორადაც იქცევიან ხოლმე და ზოგჯერ მათაც უჭირთ სწორი გზის პოვნა. ისინიც იღლებიან, ღიზიანდებიან და ისევე ყვირიან უმიზეზოდ, როგორც შეწუხებული ბავშვი ჭიჭყინებს...
კანონი 2 - ჭკვიანმა დედამ იცის ბოდიშის მოხდა
იმიტომაც არის ჭკვიანი, რომ უხეშობისა და შეცდომისთვის ბოდიშის მოხდა შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანი და იშვიათი თვისებაა, მიხვიდე პატარასთან და უთხრა: "შვილო, ცუდად მოვიქეცი, შემეშალა... მაპატიე" და ზედ დააყოლო კოცნები, ჩახუტებები და თან თბილი სიტყვები აფრქვიო. სხვანაირადაც შეიძლება თქმა... თუმცა მთავარია, აჩვენოთ, რომ აღიარებთ შეცდომას.
კანონი 3 - ჭკვიანმა დედამ თამაში იცის
დიახ. ყველაზე ჭკვიან, პასუხისმგებლობის მქონე და გაწონასწორებულ დედებს ყველაზე კარგად შეუძლიათ თავის მოგიჟიანება. ბალიშებით ბრძოლაშიც შეგეჯიბრებიან, წყნარი თამაშებიც იციან, ზღაპრების შეთხზვაც ეხერხებათ და მათი ხმადაბლა, იდუმალი ხმით მოყოლაც...
თქვენი ბევრი თვისება აღმოაჩინეთ? რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარებოდა :)
ასევე იხილეთ:
დედების მთავარი შიშები - სინამდვილეში რისი უნდა გეშინოდეთ და რისი არა
10 წესი, რომელიც ბავშვის აღზრდაში დაგეხმარებათ
ტესტი – მზად ხართ თუ არა დედობისთვის?