"ჰოდა ქალებო, ნუ გრცხვენიათ თქვენი სხეულის!" სამი შვილის დედამ და პოპულარულმა ბლოგერმა, რეიჩელ ჰოლისმა დედებს მორიგი გამამხნევებელი პოსტი მიუძღვნა. რეიჩელმა ყველა დედას მოუწოდა, არ შერცხვეთ მშობიარობის შემდეგ სხეულზე დატოვებული კვალის და ბიკინში გამოწყობილებმა თამამად ინებივრონ მზიან სანაპიროებზე.
რეიჩელი მხოლოდ გზავნილით არ შემოიფარგლა და თავად უჩვენა ამის მაგალითი აუდიტორიას - ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თავისი ბიკინებიანი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც თურმე ქმარმა გადაუღო.
ფოტოს რეიჩელმა ასეთი მინაწერი გაუკეთა:
"სტრიები მაქვს, მაგრამ ბიკინით ვპოზირებ. ჩემი მუცელი გვარიანად მოეშვა სამი ბავშვის ტარების შემდეგ, მაგრამ მაინც ბიკნი მაცვია. ჩემი ჭიპიც კი დანაოჭდა (აზრადაც არ მომივიდოდა, საერთოდ თუ ხდებოდა მსგავსი რამ), მაგრამ ბიკინით ვარ. რატომ? იმიტომ, რომ ვამაყობ ჩემი სხეულით, მისი ყველა ნაკეცითა თუ ნაოჭით. ეს ამტიკიცებს, რომ სამი შვილის გაჩენის გაბედულება მეყო, იმასაც ამტკიცებს, რომ ძალიან მოვინდომე ზედმეტი წონისგან გათავისუფლება და ეს შევძელი. ვამაყობ, რომ იმ ერთადერთმა მამაკაცმა, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, იცის, რამხლა ძალისხმევა დავხარჯე, ამ იერზე რომ "დავმდგარიყავი". მეუბნება, რომ ყველაზე სექსუალური ვარ... ჰოდა ქალებო, ნუ გრცხვენიათ თქვენი სხეულის. ეს იარები კი არა, ჯილდოებია და თქვენ ისინი დაიმსახურეთ".
რეიჩელის ამ ფოტომ 3 დღეში 350 ათასი მოწონება დააგროვა. სოლიდარობის ნიშნადსხვა დედებმაც გამოაქვეყნეს მსგავსი ფოტოები.
"შოკში ვარ. ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. გაოგნებული ვარ სოლიდარობის ამ ტალღით და მიხარია, რომ დედებს რაღაც პოზიტიურისკენ ვუბიძგე", - განაცხადა რეიჩელმა ინტერვიუში. ასევე აღნიშნა, რომ ქალებს სითამამე და თავდაჯერება აკლიათ.
"ქალს რეალობა სჭირდება და არა დამუშავებულ-დაყენებული სხეულები პრიალა ჟურნალებიდან. რეალურმა ფოტომ საშუალება მისცათ ეგრძნოთ, რომ თავიანთი პრობლემებით მარტონი არ არიან. ჩემი გზავნილის მერე თითქოს დაიყვირეს: "მეც... მეც ასეთი ვარ... მეც ასე ვფიქრობ... მეც ასე მიჭირს"...
ასევე იხილეთ: გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ!