იმ მამაკაცებს, რომლებსაც ნაკლებად მომხიბვლელი გარეგნობა აქვთ, ბავშვის ყოლის მეტი შანსი აქვთ ესპანელმა და კოლუმბიელმა მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ნაკლებად მომხიბვლელი გარეგნობა აქვთ, ბავშვის ყოლის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე "ტიპურ ლამაზ კაცებს". კვლევის დროს დაადგინეს, რომ შედარებით უშნოებს მეტად შედეგიანად შეუძლიათ ქალის განაყოფიერება, რადგან მეტად ხარისხიანი მათია სპერმატოზოიდები.
აღმოჩნდა, რომ ლამაზ კაცებს მკვეთრად აქვთ მომატებული ტესტისტერონის დონე, რომელიც, თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს სპერმატოზოიდების ხარისხზე. "ჩვენი აზრით, ეს ერთგვარი ევოლუციური კომპრომისია", - აღნიშნეს სპეციალისტებმა.
ასევე თავიანთი აზრი გამოთქვეს ამ საკითხზე ფსიქოლოგებმა - მათი აზრით, მეტისმეტად ლამაზი მამაკაცები, შესაბამისად, ყურადღებით განებივრებულნი არიან, ეგოისტებიც და ნარცისული მიდრეკილებებიც აქვთ, რაც მათ ხელს უშლით, იყვნენ კარგი ქმრები და მამები. ხშირად მათი ყურადღება გადატანილია საკუთარი თავის მოვლაზე, "სილამაზის შენარჩუნებაზე", თაყვანისმცემლებზე და ა.შ.