ის, თუ როგორ გძინავთ ღამის განმავლობაში, ბევრ რამეს ამბობს თქვენს ურთიერთობებზე ის, თუ როგორ გძინავთ ღამის განმავლობაში, ბევრ რამეს ამბობს თქვენს ურთიერთობებზე. როცა ძილის მდგომარეობაში გადადის ადამიანი, ის ვეღარ აკონტროლებს სხეულსა და გონებას. ამ დროს ის ქვეცნობიერს ემორჩილება. არსებობს ანალიზის სახესხვაობა, რომლითაც ძილის დროს მიღებული პოზის შესაბამისად ბევრ საინტერესოს არკვევენ წყვილის ურთიერთობაზე. პოზა, თუ როგორ ძინავს ადამიანს, ამ ადამიანის შესახებაც ბევრს მეტყველებს, მის ხასიათსა და ცხოვრების სტილზე. გაიხსენეთ, რომელ პოზაში გძინავთ უფრო ხშირად და გაიგეთ მეტი თქვენს ურთიერთობებზე.
იხილეთ ფოტოები, როგორ სძინავთ წყვილებს, რომლებიც ბავშვს ელოდებიან
1. პირველ პოზაში სძინავს ცოლ-ქმარს, რომელსაც მყარი კავშირი აერთიანებს, მაგრამ საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ ცალ-ცალკე. კაცი შეიძლება ბევრს მუშაობს, ქალიც ან მუშაობს, ან დაქალებთან არის დიდხანს. ან პირიქით. თუმცა ორივეს ესმის, რომ პარტნიორი ისეთი უნდა დააფასო, როგორიც არის.
2. ეს წყვილი დიდხანს აგებდა ურთიერთობებს. ეს პოზა სტაბილურობის სიმბოლოა. ორივე პარტნიორს მანამდე არც ისე სასიამოვნო სასიყვარულო გამოცდილება ჰქონდა და ახლა, როცა ბედნიერება მათ ხელთაა, ეშინიათ მისი დაკარგვის.
3. ასეთ პოზას იღებენ პარტნიორები, რომლებსაც ძლიერი კავშირი აქვთ, მაგრამ მეტისმეტად განსხვავებული ხასიათი. კაცს შეიძლება ხმაურიანი კომპანიები უყვარდეს, ქალს – წიგნების კითხვა მარტო. თუმცა განსხვავებული ტემპერამენტის მიუხედავად, მათ მყარი ურთიერთობები აქვთ.
4. ამ წყვილის ტრფობა აშკარაა. მაგრამ მათ სხვადასხვაგვარი შეხედულებები აქვთ და ეს ხშირად აყენებს ეჭვქვეშ მათი ურთიერთობის მომავალს. თუ ცოლ-ქმარს ასეთ პოზაში სძინავს, ეს გარე სამყაროსგან მათი დაცულობის დემონსტრირებაა.
5. წყვილი, რომელსაც ამ პოზაში სძინავს, მზადაა აბსოლუტურ ჰარმონიაში საცხოვრებლად. ისინი ერთმანეთს იღებენ ყველა ნაკლოვანებით და არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას. ორივეს აქვს თავისი უფლებები.
6. ეს წყვილი ნაჩხუბარია, სავარაუდოდ – დღისით იჩხუბეს. ცალ-ცალკე წვანან, თითქოს სიყვარულის სითბი მათ სიმშვიდეს დაარღვევს. შეიძლება, ჩხუბი მეტისმეტად გახანგრძლივდა და პარტნიორებს შორის გაუგებრობის უფსკრულიც მატულობს. თუ თქვენ ასეთ წყვილს მიეკუთვნებით, წაიკითხეთ რჩევები, რომ ოჯახური კონფლიქტები იოლად მოაგვაროთ.
7. ამ წყვილს ვნება მართავს. მაგრამ მათ ასევე აერთიანებს საერთო მსოფლმხედველობა და საერთო მიზნები, რადგან მათი თავები ერთ მხარეს არის მიმართული. ამ კავშირში ურთიერთგაგება მეფობს, ინტელექტუალურ დონეზე. ეს წყვილი ბედნიერი იქნება სიყვარულშიც და ერთობლივ ბიზნესშიც.
8. ამ წყვილს დამოუკიდებლობა სურს. მართალია, მათ ცოტა ეშინიათ კიდეც მეტისმეტი სიახლოვის, მაინც სჭირდებათ მხარდაჭერა. ასეთ პარტნიორებს ეშინიათ ერთმანეთზე მიჩვევის, ასე ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას.
9. ეს ძალიან მყარი კავშირია, თუმცა წყვილს მანამდე ძალიან გრძელი და რთული გზა გაუვლია. თითოეული უფრთხილდება თავის პირად სივრცეს და პატივისცემით ეპყრობა პარტნიორის გრძნობებს. ურთიერთობების შესანარჩუნებლად მათ ბევრი რამის მსხვერპლად გაღება შეუძლიათ.
10. ასე სძინავთ მსგავსი ხასიათების მქონე წყვილებს. შეიძლება, ისინი გარეგნულადაც ჰგავდნენ ერთმანეთს. ისინი ერთად თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათ აუცილებლად სჭირდებათ ფიზიკური კონტაქტი.
კიდევ უფრო ბედნიერები რომ იყოთ ერთად და ცოლ-ქმარს ერთმანეთის მეტად ესმოდეს, შეგიძლიათ ნახოთ სტატიები:
იხილეთ ფოტოები, როგორ სძინავთ წყვილებს, რომლებიც ბავშვს ელოდებიან