როგორია 19 შვილის მოვლა? - ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი - მშობლები

როგორია 19 შვილის მოვლა? - ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი

2014-11-20 18:18:07+04:00

ცოლ-ქმარი მორწმუნე ქრისტიანია და გარკვეულ აკრძალვებსაც უწესებენ საკუთარ თავსა და შვილებს ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც დღეს ცხოვრობს, ჯაგარების ოჯახია. ჯიმ ბობ ჯაგარსა და მის ცოლ მიშელს 19 შვილი ჰყავს. ამერიკელი ცოლ-ქმრის ყველა შვილის სახელი ჯ-ზე იწყება.

ჯიმ ბობმა და მიშელმა 80-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს ერთმანეთი. ჯიმი ადგილობრივი ეკლესიის სხვა წარმომადგენელთან ერთად გაგზავნეს მიშელთან, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა ეკლესიაში სიარული. გაჩაღდა რომანი და 1984 წლის 21 ივლისს იქორწინეს. თავიდან სულაც არ აპირებდნენ ბევრი შვილის გაჩენას და მიშელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსაც კი იყენებდა. თუმცა მერე წყვილმა მაინც გაბედა პირველი შვილის გაჩენა, რომელიც ქორწინებიდან სამ წელიწადში გაჩნდა. ამაზე გაჩერება გადაწყვიტეს და ისევ განაგრძეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. თუმცა მოულოდნელად ქალი მაინც დაორსულდა და მუცელი მოეშალა. ეს შემთხვევა მათთვის სამაგალითო გახდა – მას მერე აღარ დაუცვიათ თავი და ღმერთს მიანდეს შვილების გაჩენის საკითხი. ამ გადაწყვეტილების მერე მიშელი დაახლოებით წელიწად-ნახევარში ერთხელ აჩენს. ცოლ-ქმარი მორწმუნე ქრისტიანია და გარკვეულ აკრძალვებსაც უწესებენ საკუთარ თავსა და შვილებს. მაგალითად, შეზღუდულად უყურებენ ტელევიზორს და ასევე ზომიერად სარგებლობენ ინტერნეტით. ასევე გაურბიან ყოველგვარ გარყვნილებას და უხამსობას.

mshoblebi

ოჯახის უფროსი უძრავი ქონებით არის დაკავებული და ცოტას არ შოულობს. გარდა ამისა, ადგილობრივ ტელევიზიაში გადის შოუ მათ ოჯახზე და ტელეარხის ხელმძღვანელები ოჯახს დიდი სახლის შეძენაშიც დაეხმარნენ.

mshoblebi

mshoblebi

2011 წელს 45 წლის მიშელმა გამოაცხადა, რომ მე-20 შვილს ელოდა, თუმცა მუცელი მოეშალა.

mshoblebi

mshoblebi

როგორ ართმევენ თავს ამდენი ბავშვის მოვლას? რასაკვირველია, იოლი არ არის. თუმცა უმცროსების გაზრდაში უფროსებიც მონაწილეობენ და მეგობრულად უმკლავდებიან პრობლემებს. სახლში რამდენიმე სარეცხი მანქანა და მაცივარია, ბევრი ოთახი, სადაც ბავშვები უფროს-უმცროსობისა და ასაკის მიხედვით არიან განაწილებული.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

ისტორიაში ცნობილია კიდევ ერთი ოჯახური წყვილი 19 შვილით – ინგლისელი პოეტი და მღვდელი სემუელ უესლი და მისი ცოლი სიუზანა უესლი (მე-17 საუკუნეში). თუმცა მაშინ მედიცინა ისეთი განვითარებული არ იყო და ცოლ-ქმარს შვილების უმრავლესობა მცირე ასაკში გარდაეცვალა, სხვადასხვა დაავადებისგან.

ამერიკელ ჰენრი უილსონსა და ანა ჯოზეფინს 21 შვილი ჰყავდათ. ამდენივე ჰყავდა ცნობილ ირლანდიელ ლუდის მწარმოებელ არტურ გინესს. ინგლისელ ელიზაბეტ და უილიამ გრენჰილს კი 39 შვილი ჰყავდათ – მათ შორის უმრავლესობა ტყუპი იყო.

ასევე იხილეთ: ყველაზე ლამაზი და წარმატებული მრავალშვილიანი დედები

ერთ-ერთი უბედნიერესი მრავალშვილიანი ოჯახი და 8 შვილის დედის წარმატების საიდუმლო

როგორ უნდა შეათავსოთ კარიერა და ოჯახი - ცნობილი მრავალშვილიანების რჩევები