აბა, გამოსცადეთ საკუთარი თავი იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად მზად ხართ დედობისთვის, უბრალოდ უპასუხეთ რამდენიმე არც ისე რთულ შეკითხვას:
1. თქვენს კარგ მეგობარს შვილი გაუჩნდა. მასთან ისევე განაგრძობთ აქტიურ ურთიერთობას, როგორც მანამდე და მისი ახალი საზრუნავი თუ საქმიანობა, არ დაგაფრთხობთ?
2. თუ განიხილავთ მომავლისთვის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მუშაობის გრაფიკი? მაგალითად, ნახევარ ცვლაში იმუშავოთ ან სულაც სახლიდან?
3. აგროვებთ რაიმე თანხას ყოველი შემთხვევისთვის, თუ მთელ ფულს ხელფასიდან ხელფასამდე ხარჯავთ?
4. თქვენი მეგობრები მივლინებაში მიდიან. დათანხმდებით, რამდენიმე დღით დაიტოვოთ მათი 5 წლის ბავშვი? კარგი, ბავშვი არა - მათი პატარა ძაღლი?
5. ქორწინების წლისთავის აღნიშვნას ამჯობინებთ ვიწრო ოჯახურ წრეში თუ კლუბში, ბევრ ხალხთან ერთად?
6. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ორსულობა და დეკრეტი სულაც არ არის მიზეზი, ქალმა თავის გარეგნობას არ მიხედოს და ინტელექტუალურად არ განვითარდეს?
7. მიგაჩნიათ, რომ ბავშვი იმისთვის გინდათ, თქვენი სიყვარული პატარა უსუსურ არსებას აჩუქოთ, და არა იმისთვის, რომ "იყოთ, როგორც ყველა"?
თუ შეკითხვების უმრავლესობას დადებითი პასუხი გაეცით, ე.ი. მზად ხართ დედობისთვის და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ შეგიშლით ხელს, თქვენი ცხოვრება ისე ააწყოთ, როგორც თავად გსურთ.