წაიკითხეთ ყველამ, ვინც დედიკოს გარშემოა ჩვეულებრივ, ნათესავები და მეგობრები ცდილობენ ხოლმე, რომ დაეხმარონ ახალნამშობიარებ დედას. თუმცა ყოველთვის ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რის გაკეთება ჯობს და რით შეიძლება მართლა დაეხმარონ.
დედას ამ არც ისე იოლ პერიოდში სჭირდება რეალური დახმარება და კარგია, როცა ეს დახმარება დროულად მოდის. ერთ-ერთი ინგლისური გაზეთოს რედაქტორმა შელი ლოპეს გრეიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააჩინა მეორე შვილი, შეადგინა სია, თუ რით შეიძლება კონკრეტულად დაეხმარონ ახალნამშობიარებ დედას, რა მოუტანს მას პრაქტიკულ სარგებელს და რა გაუიოლებს ცხოვრებას გაცილებით მეტად, ვიდრე ბავშვისთვის ნაჩუქარი მორიგი სათამაშო თუ პიჯაკი.
წაიყვანეთ სადმე უფროსი შვილები
სადაც გინდათ, ოღონდ ცოტა ხნით გაიყვანეთ სახლიდან. გაასეირნეთ, აჩვენეთ ფილმი, სპექტაკლი, გაართეთ. ძალიან ძნელია, ერთდროულად იზრუნო ახალშობილზეც და მის უფროს და-ძმებზეც. მიეცით დედას საშუალება, ცოტა ხნით მაინც მხოლოდ ჩვილზე იზრუნოს.
მიხედეთ ბავშვს სულ ცოტა ხანს, რომ დაიძინოს
კარგია, როცა სწორედ ამისთვის მოდის ბავშვის ბებია, დედის მეგობარი ან ვინმე სხვა: "მოვალ, რომ ცოტა ხანს დაგაძინო", და არა იმისთვის, რომ დედას დამატებით საზრუნავი გაუჩინოს, თუ როგორ გაუმასპინძლდეს მოსულს და რა მიართვას. თუ ახალნამშობიარებ დედასთან მიდიხართ, მას პრაქტიკულად დაეხმარეთ. ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით დაიჭირეთ ბავშვი და დაჯდომის საშუალება მაინც მიეცით.
გაეგზავნეთ პროდუქტებზე
ან ბავშვთან იყავით, სანამ ის მაღაზიაში ჩავა. ეს კიდევ უკეთესი ვარიანტია – ასეთ დროს დედაც ცოტა თვალებში გამოიხედავს და გაისეირნებს.
სტუმრად მიდით საფენების პაკეტით
ეს მართლა სასარგებლო საჩუქარია, ბავშვის საფენები ფანტასტიკური სისწრაფით ქრება, მორიგი კარგი ბოდესგან განსხვავებით. ასევე კარგი საჩუქარია და უფრო იაფიც, სველი ხელსახოცები. თუმცა ორივე შემთხვევაში დედასთან უნდა გადაამოწმოთ, კონკრეტულად რომელი ფირმის პროდუქციას იყენებს.
და კიდევ, არც ის იქნება ურიგო, თუ ჰკითხავთ დედიკოს, კონკრეტულად რაში სჭირდება დახმარება.