ქალებო, გთხოვთ, ნუ მოიქცევით ასე ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ბრიუსელის მე-17 კინოფესტივალზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ვიდეო ძალიან აქტუალური და მწარე სინამდვილის შემცველია. სულ უფრო მეტი ქალი წვება ლანცეტის ქვეშ, იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს, ბოტოქსს და ათას სხვა რამეს, რომ "სუპერქალის" იმიჯს მოერგოს... ამ ფილმს ასეთი ლოზუნგი აქვს: "ქალებო, გოგონებო, გთხოვთ, ნუ მოიქცევით ასე, ნუ გადაყვებით სილამაზესა და ახალგაზრდობაზე ზრუნვას და ნუ დაივიწყებთ რეალურ ცხოვრებას... ჩვენ ისეთები გვიყვარხართ, როგორებიც ხართ!"