"ყველაფერი იყო ძალიან წყნარად და ნაზად" - ეს საოცარი ამბავი ყველამ უნდა წაიკითხოს
ეს ერთ-ერთი ყველაზე ენით აუწერელი მომენტი იყო. ვცდილობ გავიფანტო და თითოეული უჯრედით ვიგრძნო ეს სასწაული. დილის ცვარი ბალახზე კრთის, მზის სხივებში გახვეული... განძრევისაც კი მეშინია, რომ საოცრება არ დავაფრთხო.
დედა უსასრულო სინაზითა და სიყვარულით არის სავსე. მამა იცინის და ვერ ჩერდება, რადგან სურს გზაზე გამვლელ ყველა მანქანას დაუყვიროს: "დაუჯერებელია! ჩემმა ცოლმა ეს-ესაა მანქანაში იმშობიარა!"
ეს მომენტი ისეთი ლამაზია, სული მეკვრის. რა სამწუხაროა, რომ ჩემს ფოტოკამერას ხმის ჩაწერა არ შეუძლია!
როგორ იყო ეს ყველაფერი სინამდვილეში? მე და კორინი, მის ქმართან ერთად, შევთანხმდით, რომ როგორც კი შეტევები დაეწყებოდა, მანქანით გავმგზავრებულიყავით სამშობიაროში. ძალიან სწრაფად ჩავიცვი და ნახევარ საათში დავეწიე გზაში. მოულოდნელად კორინის მანქანამ მკვეთრად გადაუხვია გზიდან და დაამუხრუჭა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც დაუგეგმავი... ვეცი კამერას და მანქანიდან გადავხტი. მგონია, რომ მანამდეც კი დავიწყე გადაღება, სანამ ჩემს მეგობარსა და მის ქმარ-შვილთან მივიდოდი.
კორინი: "ჩემი სხეული თითქოს ყველაფერს თავისით აკეთებდა, ვგრძნობდი, როგორ გაიხსნა ყელი და თითქოს საშვილოსნო თავად ექაჩებოდა ბავშვს ქვემოთკენ! მთლად მოვეშვი, წარმოვიდგინე, როგორ დამიარა მთელ სხეულში ზღვის ტალღებმა, ყველაფერი იყო ძალიან წყნარად და ნაზად... ვიგრძენი ძლიერი დაწოლა და ქმარს ვთხოვე, მანქანა გადაეყენებინა. ხელი გავიშვირე და... თბილი პაწაწინა თავი ვიგრძენი... ისე გამაოგნა და ამაღელვა ნანახმა! ქმარი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, ჩემი მხრიდან გააღო კარი და ისღა მოასწრო, რომ შარვალი გამაძრო – სწორედ იმ წუთას გამოძვრა ჩვენი პატარა გოგონა, პირდაპირ მამის ხელში! მან მაშინვე მკერდთან მომიყვანა პაწია. ისე აღვივსე სიყვარულით, სიხარულით და გაოცებით! და მთელი ეს დრო ჩვენ გვერდით იყო ჩვენი სამი წლის ვაჟი, ისიც ჩვენსავით აღტაცებული!
ისიც საოცარია, რომ სადაც გავჩერდით, იქ დგას მაღაზია სახელწოდებით "პატარა წითელი ვაშლი".
მალე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა და ჩვენს ექიმამდე წაგვიყვანა. ყველა გაოგნდა...
მას მერე ჩვენი ორი პატარა შვილის სიყვარულსა და სინაზეში დავცურავთ! და როცა მეკითხებიან, როგორ იყო ეს ყოველივე, მტკიოდა თუ არა, მეშინოდა თუ არა? მხოლოდ ასე ვპასუხობ: ჩემი სხეული თავად აკეთებდა ყველაფერს ჩემს ნაცვლად და ეს იყო მშვენიერი, საზეიმო, ძლიერი და სასწაულებრივი!"