"უარი ვთქვი გაუტკივარებაზე და დიდი სისულელე გავაკეთე... მეორე დღეს ძალიან მრცხვენოდა, რომ ასე ვყვიროდი..." ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია, რომელსაც რიგ შემთხვევაში სირთულეებიც ახლავს თან. ხატია სიჭინავამ ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გააჩინა, ამიტომ შვილის დაბადების სასიამოვნო მოლოდინზე სასაუბროდ ამჯერად მას მივმართეთ.
- პირველი ორსულობის დროს ძალიან დაფეთებული ვიყავი, წარამარა ექოსკოპიას ვიკეთებდი, არადა, თურმე არ შეიძლება ასე ხშირად ამის გაკეთება. შენახული მაქვს ექოს ყველა სურათი, მუცლადმყოფი ბავშვის ყველა განძრევაზე ძალიან ვიძაბებოდი და ზემდეტ ყურადღებას ვაქცევდი უმნიშვნელო დეტალებს, მეც და ჩემი ქმარიც ემოციურად ვხვდებოდით ყველაფერს. რამაზსაც სულ მუცელზე ედო ხელი და დიდი გულისყურით ელოდა მის თითოეულ მოძრაობას. ორსულობის ბოლო თვეები ისედაც მძიმეა, ვერ ტრიალდები, გულაღმა წოლა არ შეიძლება, რადგან ასეთ მდგომარეობაში ბავშვი ვერ სუნთქავს და გაქვს სულ დისკომფორტი. ვითვალისწინებდი ექიმის ყველა რჩევას, მერჩივნა, მე გამეთენებინა ღამე, ვიდრე ვთქვათ, გულაღმა დავწოლილიყავი და ბავშვს ვერ ესუნთქა. მოკლედ, მართლა პანიკაში ვიყავი, სამჯერ მივედი სამშობიაროდ, მაგრამ სამივეჯერ ცრუ იყო ჩემი განგაში, მეგონა, მეწყებოდა მშობიარობა და სასწრაფოდ გავრბოდი, არადა რეალურად არც ვიცოდი, რა სიმპტომები ჰქონია მშობიარობის დაწყებას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
რატომღაც დილის 6 საათზე მქონდა ხოლმე მშობიარობის შეგრძნება, გავვარდებოდით სამშობიაროში და უკან გვაბრუნებდნენ. უკვე მართალა რომ დამეწყო, მე თვითონვე მერიდებოდა სამშობიაროში მისვლა, ვფიქრობდი, კიდევ რომ მითხრან ცრუ განგაშიაო, სირცხვილი იქნება-მეთქი, მაგრამ ძალით წამიყვანა ჩემმა ქმარმა. მივედით და აღმოჩნდა, რომ ბოლომდე არ იყო სამშობიარო მდგომარეობა ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც დამტოვეს. ეს იყო ღამის სამი საათი, ჩემს ქმარს სასწრაფოდ მივწერე, 5 წუთში გაჩნდება-მეთქი, ნუ, მე ასე მქონდა წარმოდგენილი და მთელი ოჯახი სამშობიაროს ეზოში გავყინე, იმიტომ, რომ ბავშვი დაიბადა მეორე დღის 4 საათზე.
პირველი მშობიარობის დროს უარი ვთქვი გაუტკივარებაზე, ძალიან მაინტერესებდა, რა ტკივილს ვერ უძლებდნენ ქალები და მივხვდი, რომ უდიდესი სისულელე გავაკეთე და სულაც არ ყოფილა საინტერესო ეს ამბავი... მაგრამ უკვე გვიანი იყო და ვეღარ გამიკეთებდნენ გაუტკივარებას, ამიტომ იძულებულები იყვნენ დალოდებოდნენ, თვითონ როდის ინებებდა ჩემი შვილი ამქვეყნად მოვლენას. სანამ გავაჩინე, მთელი ჯანმრთელობის სახლი დავანგრიე, მეორე დღეს ძალიან მრცხვენოდა, რომ ასე ვყვიროდი, მაგრამ იმ დროს არაფრის შეგრძნება არ გაქვს. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი, ერთ თვეში გადასარევ ფორმაში დავბრუნდი და საბოლოო ჯამში, პირველმა ორსულობამ, თუ იმ საათებს არ ჩავთვლით, როცა მუცელი მტკიოდა, გადასარევად ჩაიარა, ოთხი თვის შემდეგ, მეორეზე დავრჩი ორსულად.
- როგორ შეხვდი ამ ამბავს?
- ჩემი ორსულობის ერთადერთ მაჩვენებელი არის ემოციურობა, საერთოდ ვერაფერზე ვერ ვხვდები, რომ ორსულად ვარ, მაგრამ უეცრად თუ სენტიმენტალური გავხდი, ამეტირა ნებისმიერ რამეზე, კარგი იქნება ეს თუ ცუდი, ეს ნიშნავს, რომ ორსულად ვარ. შარდენზე ვისხედით მე და ჩემი მული. რაღაც ამბავს მიყვებოდა და სულ არ იყო სატირალი, მაგრამ უცებ თვალები ამიცრემლიანდა და ძალიან შევწუხდი, წამოვედი თუ არა იქიდან, ტესტი გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ისევ ორსულად ვიყავი. ჩემი პირველი მშობიარობა ძალიან კარგად გვახსოვდა მეც და ჩემს ქმარსაც და რომ ვუთხარი მეორე ორსულობის ამბავი, ცოტა დაიბნა, ნუ რა ვქნათო. ვერაფერს ვერ ვიზამდით, რა თქმა უნდა და ჩვეულებრივად გაგრძელდა ეს პროცესი. ზოგადად, ძალიან უპრობლემო ფეხმძიმობა მაქვს, არანაირი ცვლილება, ანალიზებიც კი არ მეცვლება, მხოლოდ მუცელი მეზრდება, თორემ დანარჩენი არაფერი მაწუხებს ხოლმე.
მშობიარობის დრო რომ დადგა, პირველის მაგალითზე, უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ვიკეთებდი საკეისროს, მაგრამ ვერ გადავწყვიტე, საკესირო ნარკოზით უნდა გამეკეთებინა თუ გაუტკივარებით. მეუბნებოდნენ, რომ ნარკოზი ძალიან რთულია, ბევრი უარყოფითი ახლავს, მაგრამ გაუტკივარების სიკვდილივით მეშინოდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკეისროს გავიკეთებდი ნარკოზით. ასეც მოხდა, დავიძინე, გავიღვიძე და ბავშვი უკვე გაჩენილი იყო, მაგრამ მერე ძლივს ვდებოგი ფეხზე, ნაკერები მტკიოდა თითქმის ერთი თვე, ფორმაში ჩადგომაც ძალიან გამიჭირდა და რაც მთავარია, მაშინ მივხვდი, რომ სხეული დავიმახინჯე, მუცლის კუნთი ისე ზიანდება მაგ დროს, თავს თუ არ მოიკლავ, ფორმაში ვერ მოიყვან... მოკლედ, ათასი პრობლემა წამოიჭრა ამ საკეისროს გამო და ჯობდა, ჩემით გამეჩინა, მით უმეტეს რომ მეუბნებოდნენ, იმდენად მიყოლებული გყავს მეორე შვილი, ხუთ წუთში გააჩენო, მაგრამ არ დავუჯერე.
ასე გადაიარა მეორე ორსულობამაც და ძალიან მალე ისევ ორსულად დავრჩი. ვიფიქრეთ, ეს ნამდვილად ბიჭიაო, მაგრამ შემომრჩა მესამე გოგო. ამჯერად უკვე ვიცოდი, საკეისრო რა საშინელება იყო და ჩემს ექიმს, ამირან ქორიძეს ვუთხარი, რომ ჩემით მინდოდა გაჩენა, ბატომა ამირანმა მითხრა, ახალი გაკეთებული გაქვს საკეისრო და ვერ გამშრობიარებო. საკეისროს შემდეგ ბევრი წელი უნდა იყოს გასული, რომ გარისკონ და ფიზიოლოგიურად ამშობიარონ, ჩემ შემთხვევაში კი ეს გამორციხული იყო. ამჯერად, დიდი ფიქრის შემდეგ გაუტკივარებაზე დავთანხმდი, მაგრამ შიშით ვკვდებოდი, ნესმის გაკეთება მეგონა სასწაული. ძალიან დაძაბული ველოდებოდი, არ ვინძრეოდი, რამე სხვა წერტილში არ მოუხვდეთ-მეთქი, ვფიქრობდი. ასე დაფეთებული ვარ და უცებ მეუბნებაინ, ძალიან მალე მიიღე სამშობიარო მდგომარეობა, თორემ გრძნობას დაკარგავ და მერე ვეღარ გაამოძრავებ ფეხებს, ნემსი უკვე გაგიკეთეთო, ანუ საერთოდ არ მეტკინა.
დაიწყო საკეისრო, რა თქმა უნდა, არაფერი მიგრძნია, მაგრამ მაინც სტრესია, რომ გჭრიან და უცებ დავიძახე, ვაიმე გული მიმდის-თქო, მეგონა, რომ ვითიშებოდი. მითხრეს, ერთ წამში შენს შვილს დაგანახებთო, ამ მოლოდინში გულიც არ წამივიდა და ბავშიც ამოიყვანეს, რომელიც ისე ჰგავდა ჩემს პირველ შვილს, რომ დეჟავიუ მქონდა (იცინის). პატარა რომ დავინახე და მივხვდი ისევ, გოგოს დედა გავხდი, ჩემი პირველი კითხვა იყო, მეოთხე როდის შეიძლება-მეთქი. ბატონმა ამირანმა კატეგორიული უარი მითხრა, სამი წელი აქ არ დაგინახოო. საკეისრო გაუტკივარებით ძალიან კარგად გადავიტანე, მეორე დღეს ფეხზე ვიდექი და არაფერი არ მტკიოდა.
- ამბობენ, წელის ტკივილების დიდხანს მიჰყვებათ ხოლმე გაუტკივარების შემდეგო.
- არა, მე არაფერი მსგავსი არ მქონია, შედარებაც არაა ნარკოზით გაკთებულ საკეისროსთან. ნაკერებიც კი ნაკლებად მტკიოდა, მე თვითონაც ფიზიკურად უკეთ ვიყავი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მიყოლებული ორსულობა და ბავშვის გაჩენა, ვნებს დედის ორგანიზმს, გამომფიტა და ჯანმრთელობაზე შემექმნა პრობლმები, დამემართა ანემია და მოკლედ, საკმაოდ ბევრი პრობლემა მოყვა ჩემს სამ ანგელოზს. სამი მიყოლებული შვილი კარგია, მაგრამ ჩემი რჩევა დედბის მიმართ იქნება, რომ შვილებს შორის სამწლიანი შუალედი ყველა ქალმა გააკეთოს.
ციცი ომანიძე