ყურმილი აიღო და გარკვევით თქვა სიტყვა "დედა" ეს ამბავი ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში მოხდა. 20 წლის ელიზაბეტ ბოილს გული წაუვიდა, ხოლო როცა ტელეფონმა დარეკა, 11 თვის ამალიამ მოახერხა ტელეფონთან მიბობღება, ყურმილი აიღო და გარკვევით თქვა სიტყვა "დედა". იმ დროს თურმე გოგონას ბებია რეკავდა, რომელმაც იცოდა ქალიშვილის შეუძლოდ ყოფნის შესახებ, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
როდესაც ექიმები ადგილზე მივიდნენ, ელიზაბეტი უკვე გონს იყო მოსული. ექიმების დანახვაზე ელდა ეცა, მაგრამ როდესაც შეიტყო, ვინ ატეხა განგაში, ატირებული ჩაეხუტა თავის ქალიშვილს.
"ხშირად გვირეკავენ ბავშვები, რომლებიც დედებს ეხმარებიან ამით. მაგრამ ასეთი პატარა ბავშვის შემთხვევა პირველია", _ აღნიშნა ადგილზე მისულმა ექიმმა.