"თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამამთილი ვალდებული არ არიან არჩინონ თქვენი შვილები!" - ბაია პატარაიას სკანდალური პოსტი და გამოხმაურებები ეს პოსტი უფლებადამცველ ბაია პატარაიას ეკუთვნის და იგი ქალებს მიმართავს:
"სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ:
1. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის.
2. თქვენ გაქვთ ვალდებულება არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც თუ ყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამამთილი ვალდებული არ არიან არჩინონ თქვენი შვილები.
დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება. არავინ არ არის ვალდებული გარჩინოთ თქვენ.
პ.ს. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველ დღე, და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე.
პ.პ.ს. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ კაცებს არ ატყუებენ ესე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ".
პოსტს დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე ქალბატონის კომენტარს:
"ქმარს რა ვალდებულება აქვს ნეტავ?! მარტო ის, რომ მდედრს განაყოფიერებაში დაეხმაროს?! დიახაც ქმარი ვალდებულია არჩინოს ცოლი და ცოლი ვალდებულია არჩინოს ქმარი და ორივე ერთად ვალდებული არიან არჩინონ შვილები და მშობლებიც. თავის მხრივ მშობლებიც ვალდებულნი არიან არჩინონ შვილები, სანამ საპენსიო ასაკს მიაღწევენ და როცა საპენსიო ასაკს მიაღწევენ, უკვე შვილები და სახელმწიფო არიან ვალდებული არჩინონ ისინი! და საერთოდ, ადამიანები ვალდებული ვართ ვარჩინოთ ერთმანეთი! ეს ძალით ფემინისტები როგორ ყელში ამოვიდნენ..."
"ხაჭაპურებს რომ აცხობენ მთელი დღე და მოსწრება და იატაკებს რომ ხეხავენ, ტანსაცმელს რომ ურეცხავენ და უუთოვებენ და დღეში 4 კერძს რომ ახვედრებენ ცხელ-ცხელს, და ამის სანაცვლოდ ქმრები რო კვირაში 20 ლარს მიუგდებენ სალონში თმის გასასწორებლად, მაგისთვის დიდი მადლობა უნდა უთხრან ქმრებს იმიტომ, რომ მაგას ჰქვია, რომ მამრები არჩენენ?"
"ქალბატონო ბაია, თქვენი მონოლოგის ძალიან პატარა ნაწილში გეთანხმებით მხოლოდ, სანამ გათხოვდება ქალი და 5 შვილს გააჩენს, უნდა მიიღოს განათლება და თუ მატერიალურ კეთილდღეობასაც მიაღწევს, ამას რა ჯობია, მაგრამ თუ არ ან ვერ მოხდა ასე და ქალი გათხოვდა ისე, რომ არ აქვს სამსახური, მაგრამ უვლის,ზრდის შვილებს (რომელთა გაჩენაშიც სავარაუდოდ ქმარიც მონაწილეობდა, ანუ მისი სურვილიც იყო), უვლის სახლს, ქმარს და კიდევ 34000 რამეს, ეს ჩვეულებრივია და მოსულა, და კაცი რომ საჭმელს აჭმევს, აცმევს და ჰოი საოცრებავ, ზაფხულში ასვენებს კიდევაც, ეს მისი კეთილი ნება და ქალის უუნარობაა??? ყველანაირი ლოგიკა გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდული არსად!!!"
"თუ ქმრისგან ცოლის რჩენა მისი კეთილი ნებააა ....და ასე შემდეგ რაც ზემოთ მიჰყვება, მაშინ ბავშვობიდანვე ასწავლონ კაცებსაც: 18 წლის მერე ნებისმიერი ქალი, დედა იქნება ის, ცოლი თუ სხვა, თუ აკეთებს მათთვის სადილს, ულაგებს, ურეცხავს, უუთოებს თუ სხვა, არის იმ ქალის კეთილი ნება და ნებისმიერ დროს შეუძლია დაგაიფიქროს. ამიტომ ისწავლონ ყოველივე ზემოხსენებული კაცებმაც, აკეთონ საპირისპირო სქესთან ჰარმონიულ შეთანხმებაში და იცხოვრებენ ასე ქალი და კაცი ტკბილად და ბედნიერად".