სიცოცხლის სარკმელი - როგორ ტოვებენ ახალშობილებს დედები - მშობლები

სიცოცხლის სარკმელი - როგორ ტოვებენ ახალშობილებს დედები

2014-08-09 05:37:53+04:00

იმედი აქვთ, რომ თუ დედა ამ ტრაგიკულ ნაბიჯზე წავა, ამას სწორედ აქ გააკეთებს და არ დატოვებს ბავშვს სადგურზე, სკვერში ან ნაგვის ურნაში როგორ ხდება ეს? ალბათ ღამით. ატირებული და აუცილებლად სახედაფარული ქალი სწრაფი ნაბიჯებით მიემართება მონასტრისკენ, პატარა კალათით ან სახვევით ხელში. ბნელი მოსახვევი, რა თქმა უნდა, ქარი. აქეთ-იქით იყურება, ამოწმებს, ვინმე ხომ არ ხედავს. და აუცილებლად გრძელი ქვის კედელი და ნიშა, რომლის მიღმაც იოლად შეიძლება, შეუმჩნეველი გახდე.

იქ ქალი ჩერდება, სახვევის ბოლოს სწევს, მძინარ პატარას კოცნის, პირჯვარს გადასწერს და სარკმლისკენ წევს. ბავშვს კეთილი, მოხუცი ხელები იღებენ... ახლა კი გაქცევის დროა. სხვა გზით, სწრაფად, უკანმოუხედავად. გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის წინ არის მიღებული, ჯერ კიდევ მშობიარობამდე...

mshoblebi

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ვინც მოხვედრილა, გაუგონია ნაზარეთელი უწმინდესი ოჯახის დების მონასტრული ორდენის შესახებ. ამ ორდენის შენობა ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა ნაგებობებისგან, მხოლოდ პლასტიკური სარკმლით, რომელიც ტროტუარის დონეზეა ჩადგმული წარწერით Okno Życia ("სიცოცხლის სარკმელი"). აქ დღისითაც ცოტა გამვლელია. სარკმლის სიახლოვეს ვიდეკამერებიც არ არის...

mshoblebi

მონაზვნები ყოველთვის მზად არიან, რომ ვიღაც მოვა. არ ელოდებიან მორიგი ჩვილის გამოჩენას, რადგან ეს არ არის გასახარი, როცა დედა ბავშვს ტოვებს. მაგრამ იმედი აქვთ, რომ თუ რომელიმე დედა ამ ტრაგიკულ ნაბიჯზე წავა, ამას სწორედ აქ გააკეთებს და არ დატოვებს ბავშვს სადგურზე, სკვერში ან ნაგვის ურნაში.

mshoblebi

კათოლიკურ პოოლონეთში აბორტები კანონით არის აკრძალული. ორსულობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დედას ემუქრება საფრთხე ან ორსულობა გაუპატიურების შედეგად დადგა, რაც სასამართლოთი უნდა დამტკიცდეს. ამ დამამცირებელ პროცესს ერთეულები თანხმდებიან და ოფიციალურად ორმოცმილიონიან ქვეყანაში წელიწადში სულ 200 აბორტი კეთდება.

mshoblebi

სამაგიეროდ, ყოველ წელს დაახლოებით 200 ათასი პოლონელი ქალი იკეთებს აბორტს უკრაინაში, გერმანიაში, ჩეხეთში და რუსეთში. თუმცა ყველას არ აქვს ამ ძვირად ღირებული მგზავრობების ფული. ამიტომაც რჩება ერთადერთი ვარიანტი – გააჩინონ ბავშვი და მერე მიატოვონ ბედის ანაბარა. ამ საჭიროებების გამო შეიქმნა ამ ორდენის კედლებში სიცოცხლის სარკმელი, რომელიც ასეთ ჩვილებზე ზრუნავს.

mshoblebi

ოთახში არავინ მორიგეობს, დედას არავისთან უწევს შეხვედრა. სიგნალიზაცია მხოლოდ სარკმლის დახურვის შემდეგ ირთვება და ამცნობს, რომ ახალი ჩვილი გამოჩნდა. პოლიციაში არავინ რეკავს. რეკავენ სასწრაფო დახმარების პუნქტში, რომ ბავშვი გამოიკვლიონ და ორ-სამ კვირაში ბავშვს უკვე ახალი მშობლები გამოუჩნდება, თუ მანამდე დედამ არ გადაიფიქრა და არ მოაკითხა.

mshoblebi

ამ სარკმელმა ექვსი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ახალშობილს შთაბერა ახალი სიცოცხლე. ახლა პოლონეთში 48 ასეთი ადგილია.