წაიკითხეთ იუმორით... 1. "კალიასკისთვის" ფულს ვერ ვიმეტებ. ამიტომ ბავშვი სახვევით მყავს კალთაზე მიკრული.
2. ფული საბავშო აბაზანისთვისაც მენანება, ამიტომ დიდ აბაზანაში ვაბანავებ პატარას.
3. ხელოვნურ ნარევში, ბოთლებში, სტერილიზატორებსა და თერმოსებში ფულს როგორ გადავყრი? უფასო ძუძუ ყველა ბავშვს!
4. მარტო ფული კი არა, დროც მენანება, რომ ბავშვის საკვებად მთელი ღამე ორ საწოლს შორის ვირბინო. ამიტომ ბავშვს გვერდით ვიწვენ. საწოლის ყიდვაც არ დამჭირდება.
5. ტანსაცმელსა და მის რეცხვაში ფული, დრო და ძალა რომ დავზოგო, ჩემი შვილს სახლში ხშირად შიშველს დავარბენინებ. ძლივს დაცხა და ამით ხომ უნდა ვისარგებლოთ მეც და მანაც?
6. ბავშვის საკვებზე ზედმეტი ფული რატომ უნდა დავხარჯოთ, დაე, თავიდანვე უფროსების საკვებს მიეჩვიოს.
7. ტკბილეულსა და სასუსნავებში ფულს როგორ გავიმეტებ? სამაგიეროდ 3 წლიდან არ მომიწევს ბავშვის სტომატოლოგთან ტარება
8. არც მანეჟს, სახტუნელა სამაგრებსა და სასერნო ქამრებს ვყიდულობ. ამიტომ ბავშვი მთელი დღე ჩემს კალთაშია ან დახოხავს.
9. სპორტდარბაზისთვის ფული მენანება, ამიტომ ყოველდღე სახლის დალაგებაში ვვარჯიშობ.
10. მენანება ძიძაში გადაყრილი ფული, ამიტომ ბავშვს თავად ვზრდი. ცოტა რომ წამოიზრდება, სახლიდან ვიმუშავებ.
11. მენანება ფული ფეხსაცმელში, ამიტომ მანამ არ ვუყიდი, სანამ ქუჩაში თავისი ფეხით სიარულს არ დაიწყებს.
12. მეზარება ფეხით სიარული, ამიტომ ჩემი შვილს კუდში არ დავსდევვ, თავად სეირნობს, მე კი იქვე ვზივარ და მის უსაფრთხოებას ვაკონტროლებ, თან მზესუმზირას ვაკნაწუნებ.
13. შვილის მომსახურებაზე დროს ვერ დავხარჯავ. ისწავლოს და თავად მოემსახუროს საკუთარ თავს. ღამის ქოთანსაც უნდა მიაგნოს, ჩაიცვას, თავისი ხელით ჭამოს და თავისი სათამაშოებიც მიალაგოს.
14. სხვებისგან ჭკუის დარიგებას ვერ ვიტან. ვერავინ მასწავლის, შვილი როგორ გავზარდო, ამიტომ დაე, ჩემს მაგალითზე ისწავლოს ყველაფერი.
15. დამლაგებლის ფული არასოდეს მექნება, ამიტო ჩემი შვილი უნდა დამეხმაროს სახლის მილაგებაში.
16. სწავლებაზე დიდი დრო რომ არ დავხარჯოთ, ვმოქმედებ სქემით: ვუჩვენებ - ერთად ვაკეთებთ - თავად აკეთებს. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის ტემპს ბავშვი თვითონ მკარნახობს.
17. ფსიქოლოგების ფული არ მაქვს. ამიტომ ჩემს შვილს სხვა გზა არ ექნება - ჯანსაღი და თავის თავში დარწმუნებული უნდა გაიზარდოს. ამიტომ არ ვზღუდავ მის თავისუფლებას.
18. არც რეპეტიტორებისთვის მეყოფა ფული - ჩემმა შვილმა თვითონ უნდა ისწავლოს ის, რაც აინტერესებს.
19. დედამთილებისა და დაქალების ჩიჩინისთვის ნერვები არ მეყოფა - ამიტომ დედის გულს მივენდობი. ისე მოვიქცევი, როგორც გული მიკარნახებს.
20. მაღაზიებში საბორიალოდ არ მცალია, ამიტომ ინტერნეტშესყიდვებს ვამჯობინებ.
ყველაფერი ჩამოვთვალე... და რაში უნდა დავხარჯო დაზოგილი ფული, დრო და ნერვები?
1. ბავშვთან თამაშზე
2. სუფთა ჰაერზე დროის დიდი ხნით გატარებაზე
3. განმავითარებელ თამაშებზე
4. შემოქმედებაზე
5. მისთვის საბავშვო წიგნების კითხვაზე
6. მისთვის სამყაროს გაცნობაზე
7. ციფრულ ფოტოაპარატზე
8. ავტომობილის საბავშვო სავაძელზე
9. მოხერხებულ და ხარისხიან ფეხსაცმელზე
10. ძუძუს წოვებისთვის მიხერხებული და ლამაზ საჩემო ტანსაცმელზე
11. თავის მოვლაზე
12. საკუთარ ოჯახში დასვენებაზე.