თუ პუდრი გაგიტყდათ ან დაგეფანტათ, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ადვილად შეძლებთ იცოდით, რომ უწესრიგო წარბების "მოთვინიერება" თმის ლაქით შეიძლება, ჩვეულებრივი კონტურის რბილი ფანქარი კი იოლად გადაიქცევა გელად? ვიზაჟისტები მაკიაჟის საიდუმლო ხრიკებს გვიზიარებენ:
წამწამების ასაპრეხი გამოყენებამდე ფენით გააცხელეთ - აპრეხილი წამწამები უფრო მეტ ხანს გაგიძლებთ. ტუჩის საცხი ტუჩის ფუნჯით წაისვით - პომადა უფრო აკურატულად და თანაბრად გადანაწილდება. თუ ღია ფერების ჩრდილებს იყენებთ, მის წასმამდე თვალის თეთრი ფანქარი გადაისვით - ჩრდილი უფრო დიდხანს გაგიძლებთ. თუ კომპაქტური პუდრი გაგიტყდათ ან დაგეფანტათ, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ადვილად შეძლებთ - შეაგროვეთ დაფანტული პუდრი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სპირტი და კარგად აურიეთ, პუდრი ახალივით იქნება. შეგიძლიათ, კონტურის რბილი ფანქარი გელისებურ მასად აქციოთ, ამისთვის ფანქარი ერთი წამით ცეცხლზე გააჩერეთ, შემდეგ 15 წამით გააგრილეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახალი კოსმეტიკური ნაწარმის გახსნისას ეტიკეტზე თარიღი აღნიშნეთ - ასე ზუსტად გეცოდინებათ, როდის გაუვა ვარგისიანობის ვადა. თუ ტუჩები დაგისკდათ, კბილის ჯაგრისით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, შეამჩნევთ, რომ ტუჩები უფრო რბილი და ვიზუალურად მოცულობითი გახდება. თუ ძალიან თხელი წამწამები გაქვთ, პირველი ფენა ტუშის წასმის შემდეგ მსუბუქად დაიპუდრეთ და ტუში მეორედ გადაისვით. უწესრიგო წარბების მოსათვინიერებლად კბილის ჯაგრისზე დაასხურეთ თმის ლაქი და წარბებზე საჭირო მიმართულებით გადაისვით.