ის ალბათ ყველა თქვენგანის სახლშია და არც იცით, რომ გინეკოლოგიურ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესოა ნებისმიერ ქალს ერთხელ მაინც უწევს გინეკოლოგთან მისვლა არც ისე სასიამოვნო სიმპტომებით. ტკივილი მუცლის ქვემოთ, უსიამოვნო სუნი, სიწითლე, სოკო, ვაგინიტი... უამრავი სხვადასხვა სიმპტომია, რომელიც ქალებს არც ისე იშვიათად აწუხებთ. ვაგინიტს ძირითადად სოკო და სხვადასხვა ინფექცია იწვევს და სტატისტიკურად, ყოველი მე-3 ქალი იტანჯება ამით. ბევრი ვერც მიდის ექიმამდე - მოუცლელობის, უფულობის და სხვა მიზეზის გამო.
ვაგინიტის და ზოგადად, ვაგინალური პრობლემების მიზეზი ბევრია. ხანდახან, ჩვეულებრივი წყალიც კი იწვევს, რომელსაც დასაბანად ვიყენებთ.
აღიარებულია, რომ სოკოვან დაავადებებთან და ვაგინალურ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესოა ჩვეულებრივი ხალხური, ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც ალბათ ყველას აქვს სახლში, რადგან მას ბევრი სხვა დადებითი თვისება და დანიშნულებაც აქვს - გვირილა. თუ არ გაქვთ, ამიერიდან სულ იქონიეთ, რადგან ის ძალიან ბევრ რამეში გამოგადგებათ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ეს ძალიან მსუბუქი მცენარეული საშუალებაა, რომლის წინაშე უკან იხევს მრავალი სნეულება, მათ შორის - სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, დიათეზი, დერმატიტი, ეგზემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოდან სისხლდენა. გვირილა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამკურნალო მცენარეთაგან, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნაყენი ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, კუჭის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სწრაფ შეხორცებას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ხალხური მედიცინა გვირილას იყენებს ნაყენის, ნახარშის, ჩაის, აბაზანის, აპლიკაციის, საფენისა და სავლების სახით.
გვირილის ნაყენი ძველთაგანვე ეხმარებოდა ქალებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ებრძვის ბაქტერიებს. მხოლოდ 2 სუფრის კოვზ გამხმარ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი გადმოდგით და 5-10 წუთი გააჩერეთ.
თბილ მდგომარეობაში გამოიყენეთ, ჩვეულებრივი წყლით დაბანის შემდეგ. ეს პროცედურა რამდენიმე დღე შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკისთვის საკვებში გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობის რძემჟავა პროდუქტი, გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული, ინტიმური ჰიგიენისთვის ისარგებლეთ რბილი საშუალებებით.
ასევე მნიშვნელოვანია, დაარწმუნოთ თქვენი პარტნიორი, რომ ყოველი სქესობრივი აქტის წინ მაქსიმალურად გასუფთავდეს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უცხო ბაქტერიების მოხვედრა თქვენს ორგანიზმში.