ამით მას თვითრწმენას უნგრევთ და რაღაც მომენტში ის საერთოდ შეწყვეტს თქვენს მოსმენას 1. გადახედეთ ბავშვთან ურთიერთობის მანერას. დაივიწყეთ მისი ვინმესთან შედარება, კრიტიკა, იარლიყების მიწებება: "სულელი, ღორმუცელა, შტერი..." ამით მას თვითრწმენას უნგრევთ და რაღაც მომენტში ის საერთოდ შეწყვეტს თქვენს მოსმენას.
2. მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება. საჭმლის, ტანსაცმლის, მეცადინეობის დროის – რასაკვირველია, ზომიერების ფარგლებში. ხშირად ჰკითხეთ აზრი. თუ ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებთ და მას არაფერს ჰკითხავთ, ზრდასრულ ცხოვრებაში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და ვერც საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იზრუნებს თვითონ.
3. მიეცით ბავშვს უფლება, ცდებოდეს. ეცადეთ, ნაკლები შენიშვნა და საყვედური, მეტი შექება იყოს თქვენს ურთიერთობაში. ადამიანების უმრავლესობა ხომ თავის შეცდომებზე სწავლობს. დაეხმარეთ სწორი დასკვნების გამოტანაში, რომლებიც თავისი შეცდომების გააზრებას უნდა მოჰყვეს.