რეალურად რით განსხვავდებიან ცაცია ბაშვები "მემარჯვენე" თანატოლებისგან? ყველაზე ცნობილი ცაციები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ აინშტაინი, ალექსანდრე მაკედონელი, ისააკ ნიუტონი, ნაპოლეონი, ჩარლი ჩაპლინი, ოგიუსტ როდენი და ბევრი ნიჭიერი ადამიანი. იქნებ თქვენს შვილსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს?
მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 15% წერს მარცხენა ხელით. ასეთ ადამიანებს სხვადასხვა დროს განსაკუთრებულად ნიჭიერებად, უჩვეულო ბედის მქონედ ან გამორჩეული ხასიათისად თვლიდნენ. იყო დრო, როცა ისინი აპრიორი ნიჭიერებად მიაჩნდათ. თანამედროვე მეცნიერები კი მიჩნევენ, რომ ეს წარმოდგენა გაზვიადებულია და ცაციები თავისი უჩვეული ქცევით უფრო იპყრობენ ყურადღებას. სინამდვილეში რით განსხვავდებიან ცაცია ბავშვები "მემარჯვენე" თანატოლებისგან?
1. ცაცია ბავშვები 10-12-ჯერ უფრო იშვიათად იბადებიან და ამისათვის სულ არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე მშობელი მარცხენა ხელით წერდეს. ზოგჯერ ბავშვი ტრავმის ან ავადმყოფობის გამო ხდება ცაცია. მაგალითად, როცა ცვლილება ხდება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ან მარჯვენა ხელი ტრავმირებული აქვს და იძულებულია მარცხენა გამოიყენოს.
2. 1-2 წლის ასკისთვის უკვე შეგიძლიათ იცოდეთ, ცაციაა თუ არა თქვენი შვილი. საბოლოოდ ეს ფაქტი 5-6 წლის ასაკისთვის მტკიცდება. ის მარცხენა ხელით უნდა ჭამდეს, ხატავდეს, ივარცხნიდეს, მაკრატელს მარცხენათი ხმარობდეს, მანდარინის კანს ამ ხელით ფცქვნიდეს. თუმცა ცაციობის დადგენის სხვა გზებიც არსებობს, რომლებსაც ფსიქოლოგები იყენებენ.
3. ცაციებს შეუძლიათ უკუღმაც წერონ და იკითხონ, თანაც არა მარტო ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ამობრუნებული ასოებიც. კითხვაც ყველა მიმართულებით გამოსდით. ამიტომაცაა, რომ ხატვის დროს ცაცია ფურცელზე სივრცეს თანაბრად ვერ ანაწილებს, ამიტომაც გამოსახულება ერთმანეთზე მიტყუპებულია, ირგვლივ კი მთელს ფურცელზე უამრავი ადგილია დარჩენილი.
4. მათ სარკისებური ეფექტით შეუძლიათ ხატვა, კითხვა. ბავშვი ვერ გრძნობს, რა არის აქ უჩვეულო. "უკუღმა" ნაწერი მისთვის უკუღმა არ არის. ამიტომ მხედველობითი აღქმა დარღვეული აქვს. ეს ნიშანი 10 წლისთვის თავისთავად წესრიგდება, მაგრამ თუ ამ ასაკის შემდეგაც გაგრძელდება აღქმის დარღვევა, ბავშვი ნევროლოგს უნდა აჩვენოთ.
5. საგანგებოდ ცაციებისთვის ბევრი მოწყობილობაა "გადაკეთებული". მაგალითად არსებობს ცაციების სათლელი, ცაციების კლავიატურა, მაკრატელი, გიტარა, კალამი და ა. შ.
6. ნერვული სისტემის თტავისებურების გამო ცაცია ბავშვები ადვილად იღლებიან, ამიტომ მათი მეცადინეობა 15-20 წუთზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული - აუცილებლად უნდა შეისვენოს და შემდეგ კვლავ გააგრძელოს.
7. ცაცია ბიჭი მეტია, ვიდრე გოგო.
მიუხედავად იმისა, რომ "მარჯვენახელიანთა" სამყაროში ცაციებისთვის ბევრი სირთულეა გადასალახი, ექიმები მაინც არ გირჩევენ გადააჩვიოთ ბავშვი მარცხენა ხელით წერას.
ასევე იხილეთ: გადავაჩვიოთ თუ არა ბავშვი ცაციობას