ჩვილობა, საუკეთესო დროა გრძნობების ორგანოებისა და ემოციური სფეროს განსავითარებლად ბავშვობის ეტაპები:
• დაბადებიდან 1 წლამდე – ჩვილობა, საუკეთესო დროა გრძნობების ორგანოებისა და ემოციური სფეროს განსავითარებლად;
• 1 წლიდან 3 წლამდე – ადრეული ბავშვობა, როცა პატარა მის გარემომცველ საგნებს შეიცნობს;
• 3-დან 6-7 წლამდე – სკოლამდელი ასაკი, როცა ბავშვი თამაშით სწავლობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობების აწყობას.
• 6-7-დან 10-11 წლამდე – დაწყებითი სკოლის ასაკი, როცა ბავშვი შესანიშნავად ითვისებს საგნებს, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს. ატარებს ცდებს, კონსტრუქტორებს აწყობს.
• პირველი 6 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის განვითარებაში. ამ დროს ყალიბდება ხასიათი.
• თუ ბავშვი ერთია ოჯახში, ის უფრო მგრძნობიარეა, ეგოისტური, თუმცა უფრო მიზანდასახულიც და ცხოვრებაში მეტსაც აღწევენ.
• თანამედროვე ცხოვრებაში ბავშვების ცხოვრება თანაბრად როდი უმჯობესდება: აშშ, რუსეთი და ჩინეთი ამ საკითხში დასავლეთ ევროპას, კანადას და იაპონიას ჩამორჩებიან.
• ათას დაბადებულზე 100 ცოცხალი – აფრიკაში ასეთია ახალშობილების სიკვდილიანობა. 55 სიკვდილი ათას დაბადებულზე – ლათინურ ამერიკაში. ნაკლებია ევროკავშირში, აშშ-ში.
• 3-4 წლის ბავშვები 12 000 სიტყვას წარმოთქვამენ დღეში და დაახლოებით 900 შეკითხვას სვამენ.
• ადრეული ბავშვობის ბოლოს პატარა თითქმის ყველა სინტაქსურ კონსტრუქციას ითვისებს, რაც არის მის ენაში.
• შვედეთში არსებობს კანონი, რომელიც უკრძალავს რეკლამაში 12 წლამდე ბავშვებისადმი მიმართვას. მიიჩნევა, რომ ამ ასაკში ბავშვებისთვის იოლად შეიძლება რაიმეს ჩაგონება და რეკლამას შეუძლია მათ ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედოს.
• ადამიანების უმრავლესობას არ აქვს მეხსიერება სამ წლამდე მოვლენების – ამ მოვლენას თავისი სახელწოდებაც აქვს: ინფანტილური ამნეზია.