მეორე ადგილზეა კონფლიქტი სახლში უწესრიგობის გამო პრაქტიკულად ყველა ოჯახში ჩნდება კონფლიქტები მშობლებსა და შვილებს შორის, თუმცა ჩხუბების მიზეზი სრულიად სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თანამედროვე მშობლებმა, რომელთა შვილები 5-დან 15 წლამდე არიან, ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად ასახელებენ კონფლიქტს თაობებს შორის. მათი ჩხუბის საბაბი ხდება კონფლიქტები სკოლაში, სწავლის დონე, საშინაო დავალებები. ასევე ბავშვის საქციელი სკოლაში.
სიხშირით მეორე ადგილზეა კონფლიქტი სახლში უწესრიგობის გამო - ამის გამო მშობლები ნებისმიერ ასაკში უბრაზდებიან შვილებს, პატარაობიდან გარდატეხის ასაკამდე.
მესამე ადგილზეა ბავშვის ტყული. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მშობელი ასე თუ ისე ეჩეხება შვილის მხრიდან სიცრუეს, რის გამოც ფრიად უკმაყოფილოა.
მეოთხე ადგილზეა ხმაური, რომელსაც ბავშვები ქმნიან. მშობლების უმრავლესობას (განსაკუთრებით იქ, სადაც ერთზე ბევრი ბავშვი იზრდება) არ მოსწონს ბავშვების გამუდმებული ხმაური - ხმამაღალი მუსიკა, ყვირილი, ხმაურით თამაში.
მეხუთე ადგილზეა ბავშვების სიურჩე, როცა არ სურთ, შეასრულონ სახლში თავიანთი მოვალეობები და ის საქმე, რომელსაც მშობლები ავალებენ.
მეექვსე ადგილზეა ბავშვის ცუდი საქციელი უფროსებთან მიმართებაში - უპატივცემულობა, სიუხეშე, დემონსტრატიულად ნეგატიური ქცევა.
მეშვიდე ადგილზეა კამათი და ჩხუბი საჩუქრებისა და შენაძენების გამო, რომელსაც გამუდმებით ითხოვენ ბავშვები. მშობლების უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბავშვები სულ რაღაცის ყიდვას სთხოვენ.
მერვე ადგილზე სიაში არის მეგობრები. თურმე, ბევრ მშობელს ძალიან არ მოსწონს მისი შვილის მეგობრები, წრე, რომელშიც ის ტრიალებს და ამის გამო ხშირად კამათობენ.
მეცხრე ადგილზეა ბავშვის მოუვლელი სამოსი, ასევე მისი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი ნივთებისადმი - სამოსის, სათამაშოების და წიგნებისადმი.
სიაში მეათეა შინაური ცხოველები. მშობლები შვილებთან ან იმის გამო ჩხუბობენ, რომ მათ შინაური ცხოველის ყოლა სურთ, ან იმის გამო, რომ ბავშვი არ უვლის სათანადოდ ცხოველს, რომელიც უკვე ჰყავთ სახლში.
თქვენს ოჯახებში რის გამო ეჩხუბებიან მშობლები შვილებს და როგორ აგვარებთ კონფლიქტებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.