დედა სასტიკი არჩევანის წინაშე - დაბადებული ან მუცლად მყოფი შვილის მკვლელობა - მშობლები

დედა სასტიკი არჩევანის წინაშე - დაბადებული ან მუცლად მყოფი შვილის მკვლელობა

2014-06-06 18:40:15+04:00

"გთავაზობთ, ის ბავშვი მოვკლათ, რომელიც უკვე გყავთ" შეწუხებული ქალი მივიდა გინეკოლოგთან და უთხრა:

- ექიმო, სერიოზული პრობლემა მაქვს. სასოწარკვეთილი ვარ, დახმარება მჭირდება! ჩემი შვილი ჯერ ერთი წლისაც არ არის, მე კი ისევ ორსულად ვარ. არ მინდა, რომ ჩემი შვილები ერთი ასაკისანი იყვნენ.

ექიმმა ჰკითხა:

- და რას მთავაზობთ?

- მინდა, რომ ორსულობა შემიწყვიტოთ, თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

ექიმმა მცირე ხანს იფიქრა, მერე კი ქალს მიმართა:

- ვფიქრობ, თქვენთვის უკეთესი გადაწყვეტილება მაქვს. თანაც, თქვენთვის ნაკლებად საშიში.

ქალს გაეღიმა, იფიქრა, რომ ქალი დათანხმდა მის გადაწყვეტილებას.

ექიმმა განაგრძო:

- მე გთავაზობთ, იმისათვის, რომ ერთდროულად ორივე ბავშვზე არ იზრუნოთ, მოდით, ის ბავშვი მოვკლათ, რომელიც უკვე გყავთ. ასეთ შემთხვევაში ცოტას ამოისუნთქებდით, სანამ მეორე დაიბადება. ხოლო თუ ერთი ბავშვის მოკვლას ვაპირებთ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იქნება. არც თქვენს ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს, თუ უკვე დაბადებულ ბავშვს მოკლავთ...

ქალმა შიშით წამოიძახა:

- არა, ექიმო! რა საშინელებაა! ბავშვის მოკვლა ხომ დანაშაულია!

- გეთანხმებით, - უპასუხა ექიმმა, - მაგრამ მე მგონი, თქვენ მზად იყავით ამისთვის და ვიფიქრე, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

ექიმს გაეღიმა, მიხვდა, რომ მიზანს მიაღწია. მან დაარწმუნა ახალგაზრდა დედა, რომ არ არის სხვაობა დაბადებული და ჯერაც მუცლად მყოფი ბავშვის მოკვლას შორის. ეს ერთი და იგივე დანაშაულია!..