ეს ის 15 წყენაა, რომლის გამოც შეიძლება, ბავშვებს მიტევება ვთხოვოთ დიდმარხვის დაწყებამდე შენდობის კვირაა, დღე, როცა შეიძლება, ახლობლებს და მეგობრებს პატიება ვთხოვოთ სხვადასხვა წყენისთვის. ხანდახან დაფიქრებაც გვჭირდება, რომ გავიგოთ, რა უნდა გვაპატიონ სხვებმა. თუმცა რაღაც ყოველთვის არსებობს.
ჩვენზე, მშობლებზე განაწყენების ყველაზე მეტი მიზეზი კი ალბათ ბავშვებს აქვთ ხოლმე. აი, იმ მიზეზების სია, რომლებიც ალბათ თითქმის ყველა ოჯახშია. ეს ის 15 წყენაა, რომლის გამოც შეიძლება, ბავშვებს მიტევება ვთხოვოთ:
1. იმის გამო, რომ მათ პრობლემებს წვრილმანებად მივიჩნევთ ხოლმე.
2. ხშირად მეტისმეტად შეუვალები ვართ.
3. ხშირად რჩევებს ვაძლევთ მაშინ, როცა უბრალოდ მოსმენაა საჭირო.
4. არ ვაძლევთ უფლებას, ხანდახან მაინც დაუშვან შეცდომები.
5. მათ მაგივრად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას.
6. ვცდილობთ, ჩვენი ოცნებები მათ ცხოვრებაში განვახორციელოთ.
7. იმის გამო, რომ ისე ვურთიერთობთ მათთან, თითქოს უბრალოდ უფროსები ვართ.
8. არ შეგვიძლია ავყვეთ უმიზეზოდ სიცილში, როგორც მათ შეუძლიათ.
9. თავისუფალ დროს ყველაფერზე ვკარგავთ, გარდა იმისა, რაც ყველაზე საინტერესოა.
10. ვითომ ვყოვლისმცოდნეობთ, სინამდვილეში კი ბევრი რამ არ ვიცით.
11. გვიჭირს მოთმინების გამოჩენა.
12. მათ ბავშვურ მიღწევებს ხშირად "დიდურად" ვაკრიტიკებთ.
13. მათ გული მართლა სტკივათ რაღაცაზე, ჩვენ კი სერიოზულად არ ვიღებთ და დავცინით.
14. სულ სხვებს ვადარებთ და რაღაც მიზნებს ვუსახავთ, არც ვეკითხებით, თვითონ რა უნდა.
15. ხანდახან გვავიწყდება, რომ ისინი ჩვენი მთავარი არსებები არიან და ეს უნდა იგრძნონ კიდეც.