მარტივი არჩევანის ილუზია – გამოსცადეთ თავი ყოველდღიურად ვეჯახებით არჩევანის აუცილებლობას. წვრილმანებიდან დაწყებული და ისეთი საკითხებით დამთავრებული, როგორიცაა ოჯახის შექმნა, კარიერის აწყობა თუ სხვა ქვეყანაში გადაბარგებაც კი. არჩევანის პრობლემა ყოველთვის იყო აქტუალური და ასეც იქნება, ამიტომ გთავაზობთ პატარა ამოცანას, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ის არჩევანიც კი, რომელიც ერთი შეხედვით აშკარა და ყველაზე სწორი გვეჩვენება, შეიძლება ილუზია იყოს.
1. რომ შეგხვედროდათ ორსული ქალი, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, იქიდან სამი ყრუ-მუნჯი, ორი უსინათლო, ერთი გონებრივად ჩამორჩენილი, თვითონ ქალს კი სიფილისი აქვს, ურჩევდით, აბორტი გაეკეთებინა?
სანამ ამ შეკითხვას უპასუხებთ, კიდევ ერთი წაიკითხეთ:
2. უნდა აირჩიონ ახალი მსოფლიო ლიდერი და თქვენი ხმა გადამწყვეტია. აი, ინფორმაცია სამ კანდიდატზე:
კანდიდატი № 1: ურთიერთობა აქვს არც ისე პატიოსან პოლიტიკოსებთან, რჩევებს იღებს ასტროლოგებისგან, ჰყავს ორი ცოლი, ეწევა გაუჩერებლად და დღეში 8-10 ჭიქა მარტინის სვამს.
კანდიდატი № 2: ორჯერ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, შუადღემდე სძინავს, კოლეჯში ოპიუმით ერთობოდა, ყოველ საღამოს დაახლოებით ერთ ლიტრ ვისკის სვამს.
კანდიდატი № 3: სამხედრო ჯილდოები აქვს, ვეგეტარიანელია, არ ეწევა, იშვიათად სვამს ლუდს და არასდროს უღალატია ცოლისთვის.
რომელს აირჩევთ ამ სამიდან?
პირველი კანდიდატი: ფრანკლინ რუზველტი
მეორე კანდიდატი: უინსტონ ჩერჩილი
მესამე კანდიდატი: ადოლფ ჰიტლერი
რაც შეეხება აბორტს: თუ თქვენი პასუხი იყო "კი", თქვენ ეს-ესაა ბეთჰოვენი მოკალით.
დაუჯერებელია ხომ? პასუხი, რომელიც ყველაზე სწორი ჩანდა, სრულიად მცდარი აღმოჩნდა. არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ პასუხი ელემენტარული გეჩვენება.