როგორ ელაპარაკებით ბავშვებს და რა ესმით მათ ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად არ ვფიქრობთ, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და ფრაზებს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენს სიტყვას მაგიური ძალა გააჩნია. მხოლოდ ერთ სიტყვას შეუძლია ცხოვრების აზრის დაკარგვა ან იმედის მოცემა, შეუძლია დაეხმაროს ადამიანს, გააღიმოს და დაუბრუნოს სიცოცხლის სურვილი.
ჩვენ ვამბობთ:
- ფრთხილად, დავარდები!
-ხელი არ დააკარო ძაღლს!
- გიკბენს!
ბავშვს ესმის:
- სამყარო საშიში და სახიფათოა, ჯობს ხელი არაფერს ახლო.
უთხარით შემდეგნაირად:
- ცოტა გაფრთხილდი, ყურადღებით იყავი...
ჩვენ ვამბობთ:
-დროზე! დაუჩქარე! გაჩუმდი! მიპასუხე! გაჩერდი!
ბავშვს ესმის:
-შენი აზრი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. შენი სურვილები უნდა დათმო ჩემი მოთხოვნების გამო.
უთხარით შემდეგნაირად:
- 10 წუთში მზად ვიქნები. შენ რამდენი დრო გჭირდება მოსამზადებლად? (ეცადეთ შეთანხმდეთ)
ჩვენ ვამბობთ:
- ნუ ტირი, შეწყვიტე! ნუ ღრიალებ! ნუ იცინი!
ბავშვს ესმის:
- არ მაინტერესებს და ნუ გამოხატავ შენს ემოციებს.
უთხარით შემდეგნაირად:
- ალბათ დაიღალე, მოდი დავისვენოთ (შეეცადეთ თანაუგრძნოთ ბავშვს და არ გაუკეთოთ იგნორირება მის ემოციებს).
ჩვენ ვამბობთ:
- რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივეს გამეორება (ახსნა)!
ბავშვს ესმის:
- რა სულელი და უნიჭო ხარ.
უთხარით შემდეგნაირად:
- ყველაფერი გამოგივა, სცადე კიდევ. თუ გინდა დაგეხმარები...
ჩვენ ვამბობთ:
- ბიჭები არ უნდა ტიროდნენ, არ გრცხვენია? გოგო ხომ არა ხარ! გოგო უნდა იყოს მშობლების დამჯერი...
ბავშვს ესმის:
- ბიჭს არ აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ქალი ყოველთვის მსხვერპლია და მორჩილია.
უთხარით შემდეგნაირად:
- გაბრაზდი? გეწყინა? გაქვს უფლება, ყველაფერი ეს გამოსცადო და ღირსეულად გადაიტანო.
ჩვენ ვამბობთ:
- როგორ არ გრცხვენია!
ბავშვს ესმის:
- საშინელი ბავშვი ხარ, რაღაც ვერ გაქვს წესრიგში.
უთხარით შემდეგნაირად:
- ჩვენ ყველას მოგვდის შეცდომა. შეცდომა - წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნის მისაღებად.
ჩვენ ვამბობთ:
- ნახე, რა კარგად გამოსდის მას, შენ კი მოუქნელი ხარ.
ბავშვს ესმის:
- შენ ყველაზე უკანასკნელი ხარ.
უთხარი შემდეგნაირად:
- მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, ჩემი ციცოცხლე ხარ...