კითხვა, რომელიც ბოლო 20 წელია მშობლებს მოსვენებას უკარგავს კითხვა, რომელიც ბოლო 20 წელია მშობლებს მოსვენებას უკარგავს - ვინ არიან ინდიგო ბავშვები? რატომ არიან უნიკალურები? გადაიკითხეთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ...
ტერმინი - "ინდიგო ბავშვები" პირველად ნენსი ენ ტეპმა გაახმოვანა. იგი დარწმუნებულია, რომ ადამიანის "ფერს" ხედავს და მისი მიხედვით ადამიანის, მისი თვისებების და ხასიათის ამოცნობა შეუძლია. ნენსის ვარაუდით, ბოლო 20 წელია დედამიწაზე ახალი რასა იბადება, რომელთა აურის ფერიც იისფერია და ისინი რადიკალურად განსხვავებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან.
რითი გამოირჩევიან ინდიგო ბავშვები დანარჩენებისგან:
მათ აქვთ ინტელექტის მაღალი დონე;
ემოციურ დონეზე აღიქვამენ სამყაროს;
არიან მეტად იმპულსურები;
განუვითრებელი კომუნიკაბელურობით;
სხვადასხვა სფეროს მიმართ აქვთ გამძაფრებული ინტერესი;
"უმეგობრდებიან" ნებისმიერ ცხოველს;
გამორჩეულად ნიჭიერები არიან.
ინდიგო ბავშვების ტიპები:
ლი კეროლი თავის ბესტსელერ წიგნში "ინდიგო ბავშვები: ახალი ბავშვები უკვე მოვიდნენ" ოთხ კატეგორიას განიხილავს:
ჰუმანისტები - ჰიპერაქტიული, დაკვირვებული, მაქსიმალურად კომუნიკაბელური ბავშვები. მათგან გენიალური ექიმები, პოლიტიკოსები და მასწავლებლები გამოდიან.
მხატვრები - ყველაზე მგრძნობიარე ტიპი ინდიგო ბავშვებში. მათ გარშემო მუდამ შემოქმედებითი სფეროა. განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან და გარშემო მყოფებს მათი გაგება უჭირთ.
კონცეპტუალისეტები - მართველებად დაბადებულები. პიროვნებები, რომლებიც ბავშვობიდან ცდილობენ მმართონ გარშემო ყველა და ყველაფერი.
მცხოვრებნი ყველა განზომილებაში - ყველაზე იშვიათი ტიპი. მაქსიმალურად დამოუკიდებლები, გამოკვეთილი გენიოსები და პიროვნებები, რომლებიც არ იაზრებენ სხვათა მოსაზრებებს.
ინდიგოს ძიებაში
ინდიგო ბავშვზე ნანახი ფილმის, წაკითხული სტატიისა თუ ყურმოკრული ინფორმაციის შემდეგ ყველა მშობელი ცდილობს საკუთარ ბავშვშვი ინდიგო ამოიცნოს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი ინდიგოა?..
პატივი ეცით მას, როგორ ჩამოყალიბებულ პიროვნებას;
დაუტოვეთ თავისუფალი არჩევანი;
მიეცით საშუალება გაეცნოს სხვადასხვა სფეროს საინტერესო ინფორმაციას;
გაითვალისწინეთ ბავშვის სიბრძნე და ყური დაუგდეთ მის რჩევებს;
გახსოვდეთ, რომ ინდიგო ბავშვი თანაბარუფლებიანი პარტიორია;
არასდროს დაამციროთ იგი;
მისი აღზრდისას შემოქმედებითი მეთოდები უნდა გამოიყენოთ; ტრადიციული მასზე არ მოქმედებს;
მისთვის არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები, ჩარჩოებს საკუთარ თავს თავად დაუწესებს;
ინდიგო ბავშვი მუდამ უნდა გრძნობდეს მშობლის სიყვარულს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარე სამყაროში ადაპტირება უჭირს;
მედლის მეორე მხარე:
ნუ გგონიათ, რომ ინდიგო ბავშვი ადვილი აღსაზღდელია. მას შეიძლება ახასიათებდეს:
ხშირი ისტერიკა;
ე.წ. "ჩაციკვლა" რაიმეზე
პერიოდული გარიყვა სამყაროსგან;
აგრესია;
კრუნჩხვები;
აჩემებული იდეები;
ნერვული ტიკები ან ნერვული სისტემის სხვა, უჩვეულო რეაქციები;
უძილობა;
11-12-საათიანი ძილიანობა ან ძილის სხვადასხვა ფორმით დარღვევა;
თავის ტკივილები;
თავბრუსხვევა;
უჩვეულო შიშები;
მეტყველების დეფექტები;
ხილვები;
სირთულე გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.
პროფესიონალების აზრი:
ბავშვის ფსიქოლოგების დიდ ნაწილს ახალი მიმდინარეობა ფსევდომეცნიერებად მიაჩნია. ასპერგერის სინდრომი, აუტიზმი, ტვინის მინიმალური დისფუნქცია, შიზოფრენიის დაწყებითი სტადია და კიდევ უამრავი დაავადების მიღმა შეიძლება იმალებოდეს ტერმინი - "ინდიგო ბავშვები". მათ შორის არიან განაკუთრებით ნიჭიერებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პროფესიონალი ექიმების, პედაგოგების დაკვირვებას საჭიროებენ. აღარაფერს ვამბობთ ისეთ დაავადებებზე, რომლებიც ხანგრძლივ მკურნაობას საჭიროებენ.
სამწუხაროდ, ბევრ მშობელს ურჩევნია პრობლემებს ფსევდოგენიალურობის ტერმინით ამოეფაროს და დაკარგოს ის ძვირფასი დრო, რაც ბავშვის მკურნალობას სასიკეთოდ წაადგება.
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?
გახსოვდეთ, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და ჩამოყალიბებული, სხვებისგან განსხვავებული, სახასიათო შტრიხები გააჩნია. თქვენი შვილი საუკეთესო და განსაკუთრებულად ნიჭიერია. თქვენ ის გიყვართ და ეს ყველაფერი საკმარისია. არაა აუცილებელი, რომ ის მაინცდამაინც ინდიგო იყოს. ყურადღებისთ ადევნეთ თვალი მის განვითარებას და უცნაური სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში პირველ რიგში ექიმს მიმართეთ.