თუ გამუდმებით ეტყვით ბავშვს, რომ ის ცუდია, ის აუცილებლად გახდება ასეთი როცა მშობლებისგან სიყვარულის, თბილი სიტყვებისა და გაგების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნებსა და კრიტიკას იღებენ, ზოგიერთები საკუთარ თავში იკეტებიან, სხვები კი პროტესტის გამოხატვას იწყებენ თავიანთი ე.წ. ასოციალური საქციელით.
ძვირფასო უფროსებო! თუ გამუდმებით ეტყვით ბავშვს, რომ ის ცუდია, ის აუცილებლად გახდება ასეთი. და მერე არაფერი გაგიკვიდრეთ. მშობლები ხომ ბავშვისთვის ეტალონები არიან, რომლის მიხედვითაც ხდება მათი სწორება. თუ გვინდა, რომ ბავშვი კეთილი იყოს, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ასეთები. რამდენიც გინდათ, უძახეთ ბავშვს, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ აღზრდის შედეგი მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიღოთ, როცა ჩვენ, უფროსები, საქმით ვუჩვენებთ მათ ჩვენს დადებით მხარეებს. რასაც დავთესთ, სწორედ იმას მივიმკით. ხშირად გადავხედოთ, რას ვთესთ!
ფსიქოლოგი ლიდია ნეიკურსი