ბევრს მათ გაგონებაზე ნერვები ეშლება და აგრესიულიც კი ხდება სულაც არ გვინდა, მაგრამ ძალაუნებურად მშობლები მართლაც ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზებს, რომლებსაც თურმე ბავშვები ვერ იტანენ, ბევრს მათ გაგონებაზე ნერვები ეშლება და აგრესიულიც კი ხდება. რასაკვირველია, ასეთი ბევრი ფრაზა და გამოთქმა არსებობს, თუმცა ჩვენ ფსიქოლოგების მიერ დასახელებულ "საუკეთესო ათეულს" გთავაზობთ. მაშ ასე, ის ფრაზები, რომლებსაც მშობლები ძირითადად ჩვევის გამო, სტრესის, მოუცლელობის ან გაურკვევლობის დროს ვამბობთ:
1. "ვნახოთ..." - ასეთი პასუხი ხშირად გაისმის ბავშვის თხოვნაზე, წაიყვანენ თუ არა კინოში, სტუმრად უქმეებზე ან წაუკითხავს თუ არა დედა ღამით წიგნს. ეს "ვნახოთ", ბავშვის გამოცდილებით უფრო "არას" ნიშნავს, რომელიც თან ფუჭ იმედად ესახება და მის მიმართ აგრესია უჩნდება. ჯობს, გარკვევით აუხსნათ, რა შემთხვევაში წახვალთ და რა შემთხვევაში არა, ვიდრე გაურკვევლობაში ამყოფოთ.
2. "ახლავე!" - ცრუ მანევრია. რეალურად "ახლავე" შეიძლება დადგეს ერთ საათში, ერთი თვის შემდეგ, ან არასდროს.
3. "არა, ესე იგი, არა" - უაზრო მტკიცებულებაა, რომელიც ხსნის განმარტებას, თუ რატომ მაინცდამაინც "არა" და შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებას.
4. "ასეა საჭირო" - მშობლების რიტორიკული ვარჯიშების ბუნებრივი გაგრძელება. მოიშველიებს აქსიომას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
5. "შენ როგორ ფიქრობ?" - როგორც წინა შემთხვევებში, რიტორიკული შეკითხვაა. ივარაუდება, რომ მასზე ბავშვმა "სწორი" პასუხი უნდა გასცეს, ან მშობლისგან მოისმინოს სწორი ვარიანტი, ფიქრს და განსჯას კი მას ნამდვილად არ დააცდიან.
6. "როგორ არ გრცხვენია!" (გაგრძელება: შენ ხომ უფროსი ხარ, შენ ხომ გოგო ხარ, შენ ხომ ბიჭი ხარ და ა.შ.), თითქოს სირცხვილის გრძნობა სქესზე ან ასაკზე უნდა იყოს დამოკიდებული.
7. "როგორც გინდა, ისე მოიქეცი!" - თავისუფლების მზაკვრული შეპირებაა. სინამდვილეში მას არავინ დართავს ნებას, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, ასეთი ფრაზებით კი მისი მომავალი დამოუკიდებლობა დგება საფრთხის ქვეშ. ეს ფრაზა გულისხმობს: "მაინც არასწორად გააკეთებ". და - ისევ უარს რაიმეს განხილვაზე.
8. "ნუ ფიქრობ, რომ შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ" - იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ეს ფრაზა მკვეთრად აქვეითებს თვითშეფასებას, ის ასევე ურთიერთგამომრიცხავია. ვარიანტი: "შენ ხომ უკვე დიდი ხარ, ჭკვიანი ბიჭი".
9. "ნუ იგონებ!" - იმის გარდა, რომ ბავშვს არ უჯერებენ, კიდევ სთავაზობენ, ყოველთვის დარჩეს ყოველდღიური ლოგიკის ჩარჩოებში.
10. "გაიზრდები და გაიგებ!" - რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ამაზე? ბავშვს სასტიკ უარს ეუბნებიან არა მხოლოდ ახსნაზე, არამედ რაიმეს გაგების უნარზეც კი.