არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის ეს სიურპრიზები სასიამოვნო. ისეც ხდება, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი განქორწინებაა. სწორედ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ.
როდესაც მელანის ქმარი ბანაობდა, ქალმა შემთხვევით დაინახა და რაღაც უცნაური შენიშნა. შხაპიდან გამოსულს დააკვირდა და მკერდზე პაწაწინა სილურჯეები შენიშნა - ნაკბენებივით... რასაკვირველია, ჰკითხა ქმარს მიზეზი. უსიამოვნო საუბარივ მოჰყვა ამას და საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ. მელანიმ კი ამ ამბიდან სულ ცოტა ხანში დაწერა წერილი, თავისი ქმრის საყვარლისადმი მიძღვნილი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო.
"ძვირფასი ჯენიფერ!
მადლობა შენ, რომ გასულ ღამეს ჩემს ქმარს მკერდი დაუკბინე. ვერც კი წარმოიდგენ, რა კოშმარი ააცდინე ჩემს შვილებს. ჯილდოდ სამუდამოდ გითმობ ჩემს ქმარს, მუდმივი მოხმარებისთვის, ოღონდ გაითვალისწინე, რომ ამ საჩუქარს გარკვეული ნიუანსები აქვს:
1. არც კი გქონდეს მისი ფულის იმედი! ჩვენ ორი შვილი გვყავს და მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოხმარდება მათ აღზრდას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში არ მაძლევდა საშუალებას, მუშაობა დამეწყო და მეუბნებოდა, რომ დიასახლისი უნდა ვყოფილიყავი!
2. შემოსე... იცი რა ხდება, როცა შენი არსებობის შესახებ გავიგე, მოულოდნელად ჩვენს კარადაში ჩრჩილი გაჩნდა და წარმოიდგინე, მთელი მისი ტანსაცმელი შეჭამა. ასე რომ, ის შენთან პრაქტიკულად შიშველი მოვა... პრინციპში, შენთვის ეს კარგიც არის!
3. უქმეებზე დაივიწყე მის შესახებ. მან შვილები უნდა ნახოს, შენ კი ჩემს შვილებთან ახლოსაც არ მიგიშვებ!
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
4. ვერ ეღირსები ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შენ მას ძალიან გვიან შეხვდი, რადგან ის ადრე ნამდვილი ულაყი იყო, მაგრამ 4 წლის წინ, მიღებული ტრავმის გამო, "აპარატი" ცოტა გამოვიდა მწყობრიდან. ასე რომ, გამაგრდი.
5. ნურც კი ეცდები, რომ უკან დააბრუნო. აღარ მინდა მისი დანახვა ჩემ გვერდით!
6. ყველაფერ მომხდარში ის შენ დაგადანაშაულებს. როცა გუშინ ყველაფერს მივხვდი, თავი ვერ შევიკავე და გავარტყი. საპასუხოდ ბოდიშები მოვისმინე. მესმის, რომ ჩხუბი გამოსავალი არ არის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სულაც არ მრცხვენია!
7. დაბოლოს: მზად იყავი, რომ მე გამუდმებით შეგიშლით ხელს, არ მოგცემთ გასაქანს და ნერვებს აგიშვლით. უბრალოდ, მინდა რეგულარულად დავრწმუნდე, რომ მასაც ისევე სტკივა, როგორც ახლა ჩემს შვილებს.
კიდევ ერთხელ ტაშს გიკრავ და მადლობას გიხდი, რომ ჩემს ქმარს მკერდზე "სასიყვარულო გზავნილი" დაუტოვე. გილოცავ ახალ კაცს!
ის მთლიანად შენია!"