მშობლებისგან გულნატკენი შვილები სულისშემძვრელ ამბებს იხსენებენ ჩვენს საიტზე ყოველთვის განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს სტატიებს, სადაც მშობლებისგან გულნატკენი შვილების ამბებია აღწერილი. ეს შვილები დღეს თავად არიან მშობლები ან ბებია-ბაბუები, მაგრამ მშობლების წყენა იმდენად ღრმად აქვთ გულში, რომ საოცარ, სულისშემძვრელ ამბებს იხსენებენ. ესეც ერთ-ერთი გამოხმაურებაა სტატიაზე "ფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი".
"40 წლის ქალი ვარ, დედა 60-ის. მთელი ბავშობა მცემდა, საზიზღარს, საშინელს მახინჯს და კიდე უამრავ რამეს მეძახდა. მეუბნებოდა რომ არ ვიყავი სიხარულის ღირსი და არ გავიხარებდი. უბედური იქნებოდა ის ოჯახი სადაც მე შევიდოდი. არასოდეს არ ჯეროდა ჩემი სიმართლის, ყოველთვის და ყველგან მე მამტყუნება. ცამდე მართალიც რომ ვყოპილიყავი. ეს ხდებოდა იმიტომ რომ არ მოწონდა ჩემი დალაგებული, თვითონ არასოდეს არ ალაგებდა. არ მოწონდა როცა მის უაზრო ფულის ფლანგვას ვეწინააღმდეგებოდი და სახლში ლამაზი ფარდის ან თეფშის ყიდვას ვთხოვდი. კარებისკენ გაიშვირდა თითს და მეუბნებოდა რომ მივბრძანებულიყავი თუ მისი წესები არ მომწონდა. აი ესე დავკარგე თავის რწმენა. 30 წლის გაუთხოვარი გადმოვიხვეწე საქართველოდან. ვირივით ვმუშაობ და მთელ ფულს მას ვუგზავნი რომ ჩემსავით დაკომპლექსებული და დანევროზებული და, რომელიც 10 წელია ნევროპათოლოგთან ინტენსიურად მკურნალობს, და დედას არაფერი მოვაკლო. არაფრით არ გამიხარია აქამდე, მარტო ვწვალობ და სულ მათ ვუგზავნი. ეხლა რომ ვუსმენ როგორ ხოტბას მასხამს ნერვები მეშლება. მისგან ეხლა სიყვარული , მოფერება და გვერდში დგომა უკვე თამაში მგონია. მე ხომ დედისგან ნდობა, სიყვარული და პატივისცემა საერთოდ არ მქონია როცა მჭირდებოდა. აბა ეხლა ტელეფონზე რაღად მინდა. თვითონ იყოს კარგად თორემ მე სულ მარტო მივეჩვიე ჩემი ცხოვრების ტვირთის თრევას, რომელსაც ის არასოდეს მიმსუბუქებდა. დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ".