ამ ასაკამდე პატარისთვის ბალიში მავნებელიც კია უფროსები, რომლებიც მიჩვეულები არიან ბალიშზე ძილს, ფიქრობენ, რომ ბალიში ბავშვსაც სჭირდება. ჰგონიათ, რომ მის გარეშე პატარა მოუხერხებლად წევს. თუმცა, მთლად ასეც არ არის.
2 წლამდე ბავშვს ბალიში არათუ არ სჭირდება, მისთვის მავნებელიც არის.
მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ სახით ბალიშზე მწოლიარე ბავშვი შეიძლება გაიგუდოს. მას ხომ თავისუფლად გადაბრუნება არ შეუძლია. ამიტომ მისთვის ბალიში არც თავქვეშ შეიძლება და არც გარშემო შემოწყობილი. როცა ბავშვს სძინავს, მის გარშემო სივრცე თავისუფალი უნდა იყოს - თუ გადაბრუნებას მოისურვებს, ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.
კიდევ ერთი საშიშროება, რაც ბალიშის ადრეულ ასაკში გამოყენებას ახლავს თან, ხერხემლის გამრუდებაა. ახალშობილის ორგანიზმს ერთი თავისებურება გააჩნია - თავი ტანთან შედარებით უფრო დიდია, ვიდრე მოზრდილი ადამიანის. ამიტომ თავი და კისერი ყოველთვის სწორად უნდა ედოს. ეს მისი ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია.
ბავშვისთვის ბალიში მხოლოდ 2 წლიდან არის დასაშვები. ბალიში განიერი უნდა იყოს, რათა გადაბრუნებისას არ ჩამოცურდეს. დღეს საბავშვო ბალიშების დიდი არჩევანია. შეძენისას გაითვალისწინეთ, ბალიშის დანიშნულებაა კისრის საყრდენი იყოს და არა თავის "ჩასაძირი" ბუდე.