ეს მწერი ნებისმიერ პირობებშინ ახერხებს გამრავლებას ერთ მშვენიერ დღეს თქვენს ბინაში შეიძლება ჭიანჭველების შემოსევა დაიწყოს. ამისგან არც ერთი სახლი არ არის დაზღვეული. ეს მწერი ნებისმიერ პირობებშინ ახერხებს გამრავლებას. ჭიანჭველები, ძირითადად, საზარეულოში ბუდობენ. როგორ მოვიშოროთ თავიდან ეს აბეზარი მწერები, რომლებიც ყველა საკვებში ძვრებიან.
ამაში ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ.
აიღეთ ტილო და დაასველეთ გაუზავებელ ძმარში. ამ ტილოთი გაწმინდეთ ის ადგილები, სადაც ჭიანჭველები ყველაზე ხშირად ჩნდებიან. ძმრიანი ტილო გადაუსვით ფანჯრის რაფასაც და სამზარეულოს მაგიდას. რაც მთავარია, არ გადაწმინდოთ ძმრიანი ზედაპირი. მართალია, სამზარეულოში ცუდი სუნი იდგება, მაგრამ რამდენიმე დღით მოთმენა მოგიწევთ. ჭიანჭველები საშინლად ვერ იტანენ ძმრის სუნს და თანდათან "გარბიან" ბინიდან... მეზობელ ბინაში.
უკან რომ არ დაბრუნდნენ, კარი, იატაკი და ფანჯრები ძმრით "დაამუშავეთ".