ეს მეთოდები ბავშვებს და უფროსებს ერთნაირად გამოადგებათ სლოკინი საკმაოდ შემაწუხებელია, მით უმეტეს ბავშვისთვის. ყველა მეთოდი, რომელიც ამ სუამოვნო პროცესის შესაჩერებლად გამოიყენება, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციას გულისხმობს, ან - საყლაპავისას. ასევე ნერვული იმპულსის შესაჩერებლად, რომელიც დიაფრაგმის მკვეთრ შეკუმშვას ისწვევს.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რათა ბავშვს სლოკინი შეუჩეროთ. ეს მეთოდები უფროსებსაც გამოადგებათ.
1. გააცინეთ ბავშვი - სიცილისას დიაფრაგმა იკუმშება და სლოკინი გაივლის.
2. შეაჭამეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, რამდენიმე ყლუპი შაქრიანი წყალი დაალევინეთ.
3. შეასუნთქეთ თავშავას (იგივე ორეგანოს) ეთილირებული ზეთი. შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი გულზე დააწვეთოთ
4. დასვით სკამზე, დახუჭოს თვალები და ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინოს. ამ დროს დაალევინეთ წყალი.
5. სცადეთ, გულის რევის სპაზმი გამოიწვიოთ (საკმარისია ერთი მცდელობა).
6. მჭიდროდ შემოაჭდეთ ხელები დიაფრაგმის ადგილს, ანუ წელზე ოდნავ ზემოთ.
7. რამდენჯერმე ჩაასუნთქეთ ჰაერი ღრმად და ნელ-ნელა ამოისუნთქოს.