რა უნდა ასწავლოთ ბავშვს, რომ თავიდან აიცილოთ ძაღლისა და კატის კბენა? აქ ჩამოთვლილია ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ კატის ან ძაღლის კბენით გამოწვეულ ჭრილობას მოუაროთ:
ფრთხილად მოიბანეთ ჭრილობა საპნით და წყლით; მჭიდროდ გადაიხვიეთ სუფთა ნაჭრით (ბინტი, პირსახოცი) დაზიანებული ადგილის მიმდებარე მიდამო ისე, რომ შეაჩეროთ სისხლდენა; შეიხვიეთ ჭრილობა სტერილური ბინტით; მოათავსეთ, თუ ეს შესაძლებელია, დაზიანებული არე გულის დონეზე მაღლა (მაგ., ასწიეთ ხელი) შეშუპებისა და დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. აუცილებლად აცნობეთ მომხდარის შესახებ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას; გამოიყენეთ ანტიბიოტიკის მალამო ჭრილობის დასამუშავებლად კვირაში ორ-სამჯერ, ჭრილობის მორჩენამდე.
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს:
· თუ გიკბინათ კატამ. კატის ნაკბენი ხშირად ჩირქდება. კატის ნაკაწრის შემთხვევაში, თუ ჭრილობაში ინფექცია არ არის შეჭრილი, ექიმის დახმარება საჭირო არ არის.
· თუ გიკბინათ ძაღლმა ხელზე, ფეხზე ან თავზე, ან ჭრილობა ღრმაა და ღია;
· თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის ან ფილტვების დაავადება ან სიმსივნე, ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი), ან სხვა დაავადება, რომელიც აქვეითებს ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს, აგრეთვე, თუ ჭრილობის არეში აღინიშნება ინფექციის შეჭრის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სიწითლე, შესივება, სიმხურვალე, მზარდი მტკივნეულობა, ჭრილობიდან ჩირქის დენა.
· თუ შეუჩერებლად გაქვთ სისხლდენა 15-წუთიანი ზეწოლის შემდეგ ან თუ ფიქრობთ, რომ დაზიანებული გაქვთ ნეკნი, ან ნერვი, ან ეჭვი გაქვთ სხვა სერიოზულ დაზიანებაზე.
· თუ ანტიტეტანური შრატი გაკეთებული გაქვთ 5-ზე მეტი წლის წინ. ასეთ შემთხვევაში კვლავ იქნება საჭირო ანტიტეტანური შრატის გამოყენება.
· თუ გიკბინათ უპატრონო კატამ ან ძაღლმა, ან თუ ცხოველი არ არის აცრილი ცოფზე.
როგორ შეიძლება ავიცილო კატის ან ძაღლის კბენა ?
· განასკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, ნურასოდეს დატოვებთ მათ მარტოდმარტო ცხოველთან;
· ნუ შეეცდებით ცხოველების დაშორიშორებას, როცა ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან;
· მოერიდეთ უცხო და დაავადებულ ცხოველებს;
· ნუ მიეკარებით ცხოველს, როცა ის ჭამს;
· ცხოველი სახლიდან ყოველთვის ყელსაბამით გამოიყვანეთ;
· სანამ ცხოველს სახლში მოიყვანთ, დაფიქრდით, რა ჯიშის, ზომის ცხოველი უფრო შეეფარება თქვენს ოჯახურ სიტუაციას.
როგორ ავაცილოთ ბავშვებს ძაღლის კბენა?
ძაღლების უმრავლესობა არასოდეს კბენს ადამიანს, თუ საფრთხე არ იგრძნო მისგან. ძაღლის კბენის მსხვეპლნი უხშირესად პატარა ბავშვები არიან. ნურასოდეს დატოვებთ ჩვილს ან პატარა ბავშვს ძაღლთან მარტო. ზოგიერთი რჩევა დაგეხმარებათ ბავშვისათვის ძაღლის კბენის თავიდან აცილებაში:
როგორ მოვიქცე, თუ მსურს ძაღლი ვიყოლიო სახლში?
მიიღეთ ინფორმაცია ძაღლის იმ ჯიშის შესახებ, რომლის ყოლასაც აპირებთ. ძაღლის ჯიშებში გასარკვევად მიმართეთ ვეტერინარს, აუცილებლად მოიძიეთ სათანადო ინფორმაცია. არ იყოლიოთ ძაღლი მხოლოდ მისი გარეგნობის გამო. თუ გყავთ ჩვილი ან პატარა ბავშვი, უმჯობესია ლეკვის მოყვანა. აგრესიული ძაღლის ჯიშები არ შეეფერება ბავშვიან ოჯახებს.
იფიქრეთ თქვენი ძაღლის საწვრთნელ სკოლაში წაყვანაზე. დროდადრო ჩაუტარეთ აცრები. რეგულარულად ატარეთ შესამოწმებლად ვეტერინართან.
რა უნდა უთხრათ ბავშვებს ძაღლების შესახებ?
• არ გაეკარო უცხო ძაღლს;
• არასოდეს მიეკარო ძაღლს ჭამის, ძილის და ლეკვების მოვლის დროს;
• აუცილებლად უთხარი უფროსებს, თუ მაწანწალა ძაღლს მოკრავ თვალს, არ მიეკარო მას;
• ძაღლთან მხოლოდ მაშინ ითამაშე, თუ ვინმე უფროსთაგანიც არის შენს გვერდით;
• არასოდეს გააღიზიანო ძაღლი;
• არასოდეს მოეფერო ძაღლს, სანამ შენი დაყნოსვის საშუალებას არ მისცემ.
რისი გაკეთება ვურჩიოთ ბავშვს, თუ მას ძაღლი მიუახლოვდა?
• არ გაიქცე და არ დაიყვირო;
• გაშეშდი "ხესავით";
• ნუ შეხედავ ძაღლს თვალებში;
• თუ ძაღლი გიკბენს, მაშინვე შეატყობინე უფროსებს.
ძაღლი არაჩვეულებრივი შენაძენია ოჯახისთვის, მაგრამ, თუ ფრთხილად არ იქნებით, მან შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ. ხშირად ესაუბრეთ თქვენს ბავშვებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ძაღლთან ერთად არიან. გახსოვდეთ, რომ ძაღლმა შეიძლება საფრთხე იგრძნოს უცხო ადამიანისგან და, შესაბამისად, აგრესიულობაც გამოიჩინოს.