რაც უფრო გვიან დაჯდება ბავშვი, მით უფრო სწორი ფეხები და ზურგი ექნება მშობლების აქტუალურ შეკითხვებს ცნობილი პედიარტი ექიმი კომაროვსკი პასუხობს
ამბობენ, რომ ბავშვი 7 თვის ასაკში ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს. თუ თქვენი პატარა უკვე 6 თვისაა და ჯერ ვერ ჯდება, რას გირჩევთ ამ დროს ექიმი?
მთავარი, რაც უნდა გააკეთონ დედამ და მამამ, არის ის, რომ ბავშვს შეუქმნან ხელსაყრელი გარემო და პირობები განვითარებისთვის. თუ ექიმებმა ბავშვს არ აღმოუჩინეს რაიმე ნევროლოგიური, საყრდენ მამოძრავებელი სისტების დარღვევა, ბავშვი აუცილებლად დაჯდება, ადგება, გახოხდება, გაივლის და ირბენს კიდეც, როცა დრო მოვა. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება. არ არის საჭირო ნორმების დაწესება, ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან.
მინდა იცოდეთ, ჯდომა პატარა ბავშვისთვის არ არის სასარგებლო. რაც უფრო გვიან მოხდება ვერტიკალური დატვირთვა ხერხემალზე, მით უფრო სწორი ფეხები და ზურგი ექნება თქვენს შვილს. მშობლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეხმარონ პატარებს დაჯდომასა და ადგომაში. ალბათ, ხშირად გინახავთ, ბავშვს გარშემო შემოუწყობენ ბალიშებს და ბედნიერები არიან, რომ 4 თვის ასაკში მათი შვილი ზის. მშობლებმა მთავარი ყურადღება ხოხვაზე უნდა გაამახვილონ. დააფინეთ იატაკზე ნოხი, მოშორებით კი პატარას საყვარელი სათამაშო ან ბურთი დადეთ. დააწვინეთ ბავშვი ნოხზე, ის ნელ-ნელა ეცდება მიაღწიოს მიზანს. შესაძლოა თავიდან იტიროს, მაგრამ ამ დროს ისწავლის, რომ ყველაფერს თავად უნდა მიაღწიოს, გაიმაგრებს ხერხემალს, ზურგის კუნთებს, თავადვე დაჯდება და ადგება. თუ თქვენი მეზობელი გეტყვით, რომ მისი 6 თვის ბავშვი უკვე ზის, თქვენი კი ჯერ არა, არ განერვიულდეთ, არ დაიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენ ცუდი მშობელი ხართ. ნურავის შეადარებთ თქვენს შვილს, თუ თქვენი პატარა ჯანმრთელია, როცა მისი დრო მოვა, აუცილებლად დაჯდება.