ვერ ვხედავ ვერანაირ აუცილებლობას, ბავშვი 18 თვეზე ადრე დაჯდეს ღამის ქოთანზე მშობლების აქტუალურ კითხვებს ექიმი კომაროვსკი პასუხობს.
რამდენად ეფექტურია ადრეული ასაკიდან (5-6 თვიდან) მივაჩვიოთ ბავშვი ღამის ქოთანს, გადაყენებას და ა.შ. ღირს თუ არა ამაზე დავხარჯოთ დრო და ნერვები?
- მინდა ავღნიშნო, რომ საკუთარი პატარას "მიღწევებზე" საუბარი ქალბატონების უმრავლესობას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მაგალითად: იცი, ჩემი 6 თვის პატარა გადაყენებას მივაჩვიე, და სხვა ამგვარი. ღამის ქოთანთან ეპიზოდური კონტაქტი და ამაზე დროისა და ნერვების დახარჯვა დედისა და ბებიების მხრიდან, არ მიმაჩნია სწორად. შეგნებულად რომ აკონტროლოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ამას ბავშვი უნდა მიაჩვიოთ 22-30 თვის ასაკიდან. მაშინ თქვენი შრომა შედეგს ნამდვილად გამოიღებს.
ქალებს აქვთ უამრავი საშუალება იმისა, რომ მიზნობრივად დახარჯონ დრო. საკუთარ თავს მხოლოდ დედის როლში არ უნდა ხედავდეთ. თქვენ ხართ პირველ რიგში ადამიანი, რომელსაც ჰყავს მეუღლე, მეგობრები, ახლობლები, აქვს ტელევიზორი, წიგნები.
რეზიუმე: მე ვერ ვხედავ ვერანაირ აუცილებლობას, ბავშვი 18 თვეზე ადრე მივაჩვიოთ ღამის ქოთანს, გადაყენებას და ა.შ. აუცილებელია, ბავშვმა შეგნებულად და გამიზნულად მოითხოვოს ღამის ქოთანი.
ხოლო იმ ასაკში, როცა ამის დრო მოვა, თუ როგორ უნდა მიაჩვიოთ ღამის ქოთანს, როგირ ღამის ქოთანის არჩევა ჯობს და სხვა დეტალების შესახებ იხილეთ სტატია.