ბავშვებს გარკვეულ თვისებებზე ეტყობათ, დადგება თუ არა მათგან წარმატებული ადამიანი ბევრი მშობელი ოცნებობს, რომ შვილი წარმატებული მეწარმე, ბიზნესმენი ან ზოგადად, საქმიანი ადამიანი დადგეს. ბავშვობიდანვე ასეთი მომავლის წინასწარ განჭვრეტა ძალიან ძნელია, თუმცა საქმეში ჩახედული ხალხი ირწმუნება, რომ ბავშვებს გარკვეულ თვისებებზე ეტყობათ, დადგება თუ არა მათგან წარმატებული ბიზნესმენი. გთავაზობთ 6 თვისებას, რომლითაც შვილს შეატყობთ, გამოვა თუ არა მისგან საქმიანი ადამიანი.
1. მეწარმეები ბუნებით ლიდერები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი, ვისაც თამაშისას გუნდის მობილიზება შეუძლია ან ძალიან კონტაქტურია, აუცილებლად მეწარმე გამოვა. ლიდერის თვისებებს ბევრი ასპექტი განსაზღვრავს. გარეგნულად თავშეკავებული და გაუბედავი ბავშვიც შეიძლება ბუნებით ლიდერი იყოს. თუ ბავშვს ურჩევნია თავად დაადგინოს წესები, ვიდრე სხვებს აჰყვეს, ეს შეიძლება მომავალი მეწარმის ნაადრევი გამოვლინება იყოს.
2. სიგიჟესა და გააზრებულ რისკს შორის ძალიან მცირე მანძილია. თუ ბავშვს რისკისკენ აქვს მიდრეკილება და ატყობთ, რომ "ჰოსა" და "არას" აწონ-დაწონვას ცდილობს, ეს უკვე ბიზნესმენის ნატურაა.
3. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენს შვილს სხვების მსგავსად მფრინავობა, მეხანძრეობა ან პრინცესობა არ უნდა. დიდ საქმოსნებს არ უყვართ შაბლონები. ურჩევნიათ თავად შექმნან საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. თუ ბავშვს უჭირს გასცეს პასუხი კითხვას, რა გინდა გამოხვიდე, ეს უკვე კარგის ნიშანია.
4. "ვთქვი და მორჩა" - ასეთი ფრაზებით მომავალ ბიზნესმენს ვერასოდეს დაიყოლიებთ. დიდი ბიზნესმენები ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ იმას, რაც "ყოველთვის ასე ხდებოდა".
5. მომავალი მეწარმეებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, საშინაო დავალებას ვინმე შეუმოწმებს თუ არა, შეაქებენ თუ არა, ისინი თავის საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ აინტერესებთ ამის კეთება და არა იმისთვის, რომ მასწავლებელს მოაწონონ თავი.
6. თუ დილით მის გაღვიძებასა და ლოგინიდან აყენებაზე ძალისხმევა არ გეხარჯებათ, ესე იგი თქვენი შვილი უკვე საქმიანი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს.
თუ არც ერთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ შეესაბამება, არც ეს ნიშნავს იმას, რომ მისგან არ გამოვა ბიზნესმენი. დიდ ბიზნესს და მილიარდერების კლუბს ისეთი ადამიანებიც ჰყავს, რომლებზეც ბავშვობაში საერთოდაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და არც არავის ეგონა, რომ მათგან რამე გამოვიდოდა. უბრალოდ ეცადეთ, ბავშვს განუვითაროთ თავდაჯერება, წაახალისოთ მისი ახალი იდეები და წამოწყებები, მიაჩვიოთ საქმის კეთების სიყვარულს და სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ. დიდი ბიზნესმენიც რომ არ დადგეს, ეს თვისებები ნებისმიერ შემთხვევაში გამოადგება ცხოვრებაში.