რომელი ადგილი შევურჩიოთ ბავშვს ავტომობილში, რომ მისი უსაფრთხოება ავარიის შემთხვევაშიც დავიცვათ სტატისტიკურად დადგენილია, რომ ბავშვების სხეულის დაზიანებების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებია. ამ დროს ბავშვების უმეტესობა უფროსებს კალთაში უზით ან სპეციალური სამგზავრო კალათის გარეშე მგზავრობენ. რომელი ადგილი შევურჩიოთ ბავშვს ავტომობილში, რომ მისი უსაფრთხოება ავარიის შემთხვევაშიც მაქსიმალურად დაცული იყოს?
ავტომობილში ყველაზე უსაფრთხო ადგილად უკანა სავარძელს ასახელებენ. პრობლემა ისაა, რომ თუ ბავშვს უკან დასვამთ, ის მხედველობის არეში ვეღარ გეყოლებათ და მგზავრობისას მასთან ურთიერთობას ვერ შეძლებთ. თუმცა თუ ბავშვი ძალიან მშვიდია და ფანჯრიდან ყურებაც ჰყოფნის გასართობად, შეიძლება, უკანაც დასვათ.
ღმერთმა ნუ ქნას და თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოგიხდათ, თვითგადარჩენის ინსტინქტი მძღოლს აიძულებს, თავისი მხარე მაინც დაიცვას დარტყმისგან. ასე რომ, მძღოლის უკან ადგილი შედარებით საიმედოა.
გამოცდილი მძღოლები ბავშვის გვერდითა სავარძელზე დაჯდომის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, მათ შორის - არც სპეციალური სამგზავრო კალათით. კალათაც უკანა სავარძელზე უნდა იყოს მოთავსებული.
როგორც აღმოჩნდა უკანა სავრძლის შუა ადგილი უფრო საშიშია, ვიდრე ნაპირები. შეჯახების შედეგად დარტყმამ ბავშვი, შესაძლოა, სავარძლებს შორის გააძვრინოს და საქარე მინას მიახეთქოს. სავარძლის უკან კი შედარებით დაცული იქნება, რადგან საზურგე დამატებით შემაკავებელ ჯებირს შეუქმნის.