დედებო, საქმე გაიმარტივეთ - აუცილებელი რჩევები ყველა ქალისთვის - მშობლები

დედებო, საქმე გაიმარტივეთ - აუცილებელი რჩევები ყველა ქალისთვის

2014-11-03 18:20:36+04:00

თუ სავარცხელს საყვარელ სუნამოს შეაფრქვევთ, თმას ყოველთვის სასიამოვნო არომატი ექნება თუ ხშირად აკეთებთ ერთსა და იმავე ქმედებას, ადვილად იპოვით მეთოდებს, როგორ სრულყოთ ისინი. ქალები ბრძენები არიან და მარტივ წვრილმანებში გენიალურ გადაწყვეტილებებს პოულობენ. აი, მშვენიერი რჩევები, რომლებიც ნებისმიერ გოგონას თუ უკვე მოწიფულ ქალს დაეხმარება სხვადასხვა ამოცანასთან გამკლავებაში.

თუ სავარცხელს საყვარელ სუნამოს შეაფრქვევთ, თმას ყოველთვის სასიამოვნო არომატი ექნება.

ყველა გოგონას უნდა, რომ რაც შეიძლება მალე გაშრეს ლაქი. განსაკუთრებით, როცა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აგვიანდება. მშვენიერი გადაწყვეტილება – ახალშეღებილი ფრჩხილები ცივ წყალში ჩაყავით 3 წუთით. ლაქი ამ დროში მოასწრებს გაშრობას.

mshoblebi

გატეხილი პომადის "შეკეთება" შეიძლება. სანთებელით შეათბეთ პომადის ბოლო და შეაწებეთ მოტეხილი ნაწილი, მერე კი ნახევარი საათით შედგით მაცივარში.

mshoblebi

თმის ბალზამი კარგად შეგიცვლით მოულოდნელად დამთავრებულ საპარს გელს. ის კანს არბილებს და გაპარსვაც უფრო იოლი ხდება.

mshoblebi

ყველა ქალს აქვს მარაგში ბრჭყვიალა ჩრდილები ("ტენები"), რომლებსაც თვალებზე არ ისვამს ხოლმე (ფერი არ მოსწონს). ასეთი ჩრდილები შეგიძლიათ, გამჭვირვალე ლაქს დაუმატოთ და ორიგინალური ფერის ლაქი გამოგივათ.

mshoblebi

პერანგზე ვიწრო ადგილების, ღილებთან მონაკვეთების და მანჟეტების დაუთოვება შეიძლება თმის უთოთი.

mshoblebi

ლაქის თავსახურებს რეზინები წამოაცვით – უფრო იოლად გახსნით, განსაკუთრებით, როცა ცოტა გამხმარია შიგნიდან.

mshoblebi

ფრანგული მანიკურის გაკეთებაშიც უბრალო რეზინა გამოგადგებათ.

mshoblebi

შარვალი არ გეკვრებათ? აი, ესეც კარგი გამოსავალია.

mshoblebi

თვალის ფანქარს ხანდახან მეტისმეტად უხეში წვერო აქვს. ნაზი კანი რომ არ გააღიზიანოს, გრიფელის ბოლო რამდენიმე წამით შეუშვირეთ ცეცხლის ალს – უფრო რბილი და ნაზი გახდება.

mshoblebi

წინდები და ფენი შესანიშნავი საშუალებაა, რომ ახალი ფეხსაცმელი რამდენიმე წუთში გაიწიოს.

mshoblebi

ჯინსის ღილი გაგიფუჭდათ ან დაგიპატარვდათ სარტყელი? თურმე, ჩვეულებრივი საკანცელარიო სარჭითაც შეგიძლიათ პრობლემის გადაწყვეტა.

mshoblebi

ფეხსაცმელი გიჭერთ? წყლიანი პაკეტები ჩადეთ შიგნით, შემდეგ ერთი ღამით საყინულეში შედგით ასევე, პაკეტებიანად და დილით ნახავთ შედეგს.

mshoblebi

იღლიების მიდამოებში ტანსაცმლის გასასუფთავებლად საჭმელი სოდა ან ლიმონის წვენი გამოგადგებათ.

mshoblebi

სათვალის შურუფი მოფამფალდა? თურმე, მისი დაფიქსირება ჩვეულებრივი გამჭვირვალე ლაქითაც შეიძლება.mshoblebi

საპარსი ქაფი ადვილად აცილებს ტანსაცმელზე ტონალური კრემის კვალს.

mshoblebi

ჩექმების სწორი ფორმის შესანარჩუნებლად დახვეული ჟურნალები გამოგადგებათ.

mshoblebi

თუ წითელი ღვინო დაგექცათ ტანსაცმელზე, ლაქის ამოყვანაში თეთრი ღვინო დაგეხმარებათ.

mshoblebi

პლასტმასის სათავსოები, რომლებშიც დანა-ჩანგლებს დებენ ხოლმე, კარგად გამოდგება სამკაულებისთვის.mshoblebi

პლასტმასის საწრუპის მეშვეობით შეგიძლიათ, ჯაჭვები, ყელსაბამები დაიცვათ გადაბმისა და გაკვანძვისგან.

mshoblebi

ბიუსტჰალტერის ბრეტელები რომ არ გამოჩნდეს, ეს კარგი საშუალებაა.

mshoblebi

ასეთი ქუდები მოსახერხებელია ხოლმე სამგზავროდ, ფეხსაცმლის სუფთად შესანახად.

mshoblebi

ძველი ჩარჩო ან სახეხი შეგიძლიათ, საყურეების და სხვა სამკაულების დასაკიდად გამოიყენოთ.

mshoblebi

კიდევ იხილეთ საინტერესო და პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის