ყოველთვის გიყვარდეთ მეგობრები – მაშინაც, როცა მწვერვალზე ხართ, და მაშინაც, როცა ძირს დაეშვებით ბავშვებს თავიანთი ცხოვრების წესით, სამყაროსადმი დამოკიდებულებით, გულწრფელობით ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ უფროსებისთვის. გადავხედოთ რამდენიმე "გაკვეთილს".
1. სახლში ნუ გამოიყოლებთ სამსახურის საქმეებს და პრობლემებს
ბავშვები ამას ხშირად ითხოვენ. მართლაც ასეა. ოფისია სამუშაოდ, სახლი კი დასვენებისა და ოჯახისთვისაა. სახლში ნუ მოიტანთ სამსახურის პრობლემებს, ეს ბევრწილად ახდენს გავლენას თქვენს ოჯახზე. სახლში იფიქრეთ მხოლოდ საშინაო ამბებზე, მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. ასე მეტადაც დაწყნარდებით და დამშვიდდებით და ოჯახის წევრებსაც გაახარებთ.
2. სადილი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია
ბავშვები ყოველთვის საუზმობენ, რასაკვირველია, უფროსების ჩარევით. თუმცა თქვენ თავად საუზმობთ? არადა, საუზმე მეტისმეტად მნიშვნელოვანია და მისი გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. ბავშვების საუზმე უნდა ნოყიერი და ჯანსაღი, ოღონდ არა მძიმე. და არც თქვენი, უფროსების.
3. ერთადერთი მეთოდი, გაიგო, რა როგორ მუშაობს – დაშალო ბოლო შურუფამდე
რა თქმა უნდა, ეს მეთოდი პირველ რიგში პრობლემებზე შეგიძლიათ გადმოიტანოთ და არა პლაზმური ტელევიზორის პანელზე. თუ ვერაფერს უხერხებთ მტკივნეულ საკითხს – წვრილ ნაწილებად დაშალეთ, გააანალიზეთ, ყველა მხრიდან შეხედეთ და მერე მარტივად ამოხსნით.
4. რატომ არ აძლევენ ბავშვებს საკრედიტო ბარათებს?
რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მთელ ფულს უსარგებლო სათამაშოებში დახარჯავენ, რაც წამსვე მობეზრდებათ. აბა დაფიქრდით, თქვენ თვითონ შინ რამდენი რამ გაქვთ ბავშვის სათამაშო თოფების თუ თოჯინების ზრდასრული ანალოგი? არც ისე ცოტა ხომ? იქნებ, დროა, ჩაიწეროთ თქვენი ხარჯები? თვის ბოლოს მიხვდებით, რამდენი უსარგებლო დანახარჯი გაგიკეთებიათ და საკუთარი ახირებებიც დაგიკმაყოფილებიათ – ახალი მოდის კლავიატურა, რომელსაც ბოლოს მაინც ვერ შეეჩვიეთ, ან ახალი შარვალი, რომელიც მაღაზიაში რომ მოიზომეთ, მას მერე აღარც კი ჩაგიცვამთ.
5. დასვით შეკითხვები
ის არ არის სირცხვილი, რომ რამე არ იცი, სირცხვილია, როცა არ სვამ შეკითხვას ამის გასაგებად. გახსოვთ, რამდენ შეკითხვას გისვამთ თუ გისვამდათ პატარა? თქვენი შეკითხვები არის თქვენი ინფორმაცია, თქვენი ცოდნა სამყაროზე. ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი საშუალებაა სამყაროს შესაცნობად და არ ღირს მისი უგულებელყოფა. გაოცდებით, იმდენ ახალ ინფორმაციას და იდეას მიიღებთ.
6. ყველაზე კარგები ის მოსაუბრეები არიან, ვინც ჩვენ გვისმენენ
ხანდახან ყველაზე ღრმა კრიზისიც კი მარტივად გადაილახებოდა, ვინმეს რომ მოესმინა თქვენთვის. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეუძლია გულწრფელად მოისმინოს შენი გულისტკივილი და თან, გაიზიაროს კიდეც და გულთან მიიტანოს. ძირითადად, თანამოსაუბრის მოსმენისას უბრალოდ ელოდებიან მონოლოგის დასრულებას და იმაზე ფიქრობენ, თავად რაც უნდა თქვან. ეცადეთ, იყოთ კარგი მსმენელი და ასეთ ადამიანებს გაუფრთხილდით.
7. სხეული იმისთვის გვაქვს, რომ ვიმოძრავოთ, ვირბინოთ, ვიხტუნოთ, ვითამაშოთ და ა.შ.
ბავშვებმა არ იციან სიტყვა "ფიტნესი", მათი თვალებით შეხედეთ სპორტს და აქტივობას. მეტი იმოძრავეთ და მეტი იმხიარულეთ.
8. გაიცინეთ
რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით ბავშვებმა არ იციან, რომ სიცილი აწესრიგებს წნევას, ხელს უწყობს რელაქსაციას, გვაძლევს ენერგიას და ახალ ძალებს, გვეხმარება მიზნის მიღწევაში და ადამიანებთან კომუნიკაციაში. და მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც ბევრს იცინიან.
9. უკიდურესობები მავნებელია
ვინც მეტისმეტად ბევრს ვარჯიშობს, ძალებს კარგავს, ვინც დიეტებით იკლავს თავს – ისიც. ვინც გამუდმებით ერთობა, ცუდად სწავლობს, ხოლო ვინც გამუდმებით სწავლობს, მას მეგობრები არ ჰყავს. ბევრი მზე – მზის დარტყმაა, ცოტა – არაჯანსაღი სახე. ეს საკმაოდ მარტივია – დაიცავით ოქროს შუალედი.
10. სცადეთ, ისე იმეგობროთ, როგორც ბავშვობაში
ანუ, ისე, რომ თქვენთვის მთავარი იყოს სწორედ მეგობრობა, ურთიერთობა თქვენთვის ძვირფას ადამიანთან და არა კომფორტი თუ პირადი ანგარება. ყოველთვის გიყვარდეთ მეგობრები – მაშინაც, როცა მწვერვალზე ხართ, და მაშინაც, როცა ძირს დაეშვებით. იყავით ყურადღებიანი და მომთმენნი.