ყოველთვის აკონტროლეთ, ვის გვერდით არის თქვენი შვილი 1. უსაფრთხო ბინა
სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საცხოვრებელ ბინებში ბავშვისთვის საკმაოდ ბევრი საფრთხე იმალება. ჩამრთველებს დამცავი კბილანები გაუკეთეთ, ჩახერგეთ კიბეზე გასასვლელი, უყურადღებოდ არ დატოვოთ ღია ფანჯარა. წამლები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები კი ძნელადმისაგნებ ადგილზე შეინახეთ.
2. აუხსენით ბავშვს უსაფრთხოების აუცილებელი წესები. თუ პატარაა, გააგებინეთ, რას არ უნდა ახლოს ხელი, რას არ უნდა მიუახლოვდეს. თუ ძალიან მოუსვენარია, ისღა დაგრჩენიათ, ასი თვალი და ყური გამოიბათ.
3. თუ ასაკი საშუალებას გაძლევთ, ასწავლეთ სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომერი. ისიც გააგებინეთ, რა შემთხვევაში ვიყენებთ მას. უნდა შეეძლოს სახელის, გვარის და მისამართის თქმა, ასევე რომელიმე მშობლის ტელეფონის ნომერი. ეს დიდი ინფორმაცია არ არის და თანდათან მოახერხებს მის ათვისებას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
4. ასწავლეთ, რომ უცნობებს ერიდოს. ქუჩაში საუბარი არავისთან გააბას. არავის არაფერი გამოართვას, მით უმეტეს საჩუქარი და არაფრის საჩვენებლად არ გაჰყვეს თან. თუნდაც უცნობი ამტკიცებდეს, რომ მისმა მშობლებმა გამოგზავნეს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, თუ ბავშვს გზა აებნა ან დაიკარგა. ამ დროს უცნობს უნდა მიმართოს დასახმარებლად. უთხარით, რომ ჯობია რომელიმე დაწესებულებაში შევიდეს და იქაურ პერსონალს სთხოვოს დახმარება. ეს უფრო სანდოა, ვიდრე უბრალო გამვლელს რომ გამოელაპარაკოს.
5. მოიპოვეთ ბავშვის ნდობა
ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენთვის ყველაფრის მოყოლა შეუძლია. თუ რაიმე ცუდი გიამბოთ, თქვენი რეაქციით ნუ დააფრთხობთ. პირიქით, აგრძნობინეთ, რომ კმაყოფილი ხართ მისი გულახდილობით. ბავშვი მიჩვეული უნდა იყოს თქვენთვის გულის გადაშლას. ჩაუნერგეთ, რომ მშობლისგან საიდუმლო არ უნდა არსებობდეს.
6. ყოველთვის აკონტროლეთ, ვის გვერდით არის თქვენი შვილი. ოჯახის წევრების გარდა მისი სისტემატური დატოვება ვინმესთან, არ არის კარგი აზრი. საინფორმაციოებში ყოველდღიურად გვესმის ბავშვების მიმართ ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულებები, პედოფილიისა თუ გარყვნილი ქმედებების შემთხვევები. თანაც, ამ საშინელებებს, როგორც წესი, ოჯახის ახლობლები სჩადიან... ბუნებრივია, ყველას ეჭვით ვერ შეხედავთ, მაგრამ მაინც მხედველობაში იქონიეთ.
7. მკაცრად გააფრთხილეთ მასწავლებელი, თქვენი ნებართვის გარეშე არანაირი საპატიო მიზეზით ბავშვი დროზე ადრე მარტო არ გამოუშვას სკოლიდან.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
8. ნუ დატოვებთ ხშირად მარტო. ბავშვებს საოცარი ფანტაზიის უნარი გააჩნიათ და მათ გონებაში ათასი გიჟური აზრი შეიძლება მომწიფდეს. თუ მაინც გიწევთ მისი მარტო დატოვება, ხშირ-ხშირად დაურეკეთ და ესაუბრეთ, გაიგეთ, რა განწყობაზეა და რის გაკეთებას აპირებს.
9. არ არის საჭირო ბავშვის ფოტოების სოციალური ქსელებით გავრცელება. მით უმეტეს, შიშველი ფოტოების. ის, რაც თქვენ უწყინარი ფოტო გგონიათ, შეიძლება ათასი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ხალხს ჩაუვარდეს ხელში. ყოველთვის მოერიდეთ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებას, სადაც თქვენი მისამართი ან კონკრეტულ დროს ბავშვის ადგილსამყოფელია მითითებული.
იმედია, ძალიან არ შეშინდით. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი მართლაც შემზარავი წასაკითხია, მაგრამ ყველაფერი ერთად ნამდვილად არ გემუქრებათ. ეს უბრალოდ, უსაფრთხოების რეკომენდაციებია. თუმცა თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ბევრ დავიდარაბას აიცილებთ თავიდან.
იხილეთ ასევე: არასდროს დატოვოთ ბავშვი სამზარეულოში უყურადღებოდ