ზოგჯერ ნივთები, რომლებიც ყოვლად უწყინარი გვგონია, მიკრობების ნამდვილი ბუდეა ყველაზე ხშირად მიკრობები და ბაქტერიები სწორედ იქიდან გვესხმიან თავს, საიდანაც არ ველოდებით. ზოგჯერ ნივთები, რომლებიც ყოვლად უწყინარი გვგონია, მიკრობების ნამდვილი ბუდეა. გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი ბაქტერია ბინადრობს.
1. გრიპის ვირუსი ბანკნოტებზე 17 დღის განმავლობაში რჩება
2. სახლის კარის წინ დაფენილი ხალიჩების 96% ფეკალურ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც ფეხით შინ შეგვაქვს.
3. უბრალო მაუსი უფრო მეტ მიკრობს შეიცავს, ვიდრე უნიტაზის ჩამოსაჯდომი.
4. ჩვენი კანი ყოველდღიურად მილიონობით უჯრედს კარგავს, რომლებიც ხელის შეხებით გარემომცველ საგნებზე გადაგვაქვს. შესაბამისად, როცა ამ საგნებს ხელით ვეხებით, და მერე პირში ვიდებთ, ფაქტობრივად, ვიღაცის კანს ვჭამთ.
5. გაღებულ მაცივრის კართან გაციების შანსი 86%-ია.
6. რესტორნის მენიუ თეფშიდან მოშორებით დაიჭირეთ - მიკრობები მასზე 18 საათის განმავლობაში ძლებენ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის ხელში გადადის ეს მენიუ დღის განმავლობაში
7. საოფისე მაგიდა, რომელზეც ყოველდღე მუშაობთ, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 20 000 ბაქტერიას შეიცავს. სამუშაო ადგილზე 400-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საპირფარეშოში, რომელიც სხვთა შორის, ყოველდღე დეზინფიცირდება.
8. ვირუსების გადაცემის თვალსაზრისით, კოცნა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელის ჩამორთმევა.
9. მობილური ტელეფონები, ყურსასმენები და მიკროფონი საშუალოდ, 1400 ბაქტერიას შეიცავს.
10. ხველების ან ცემინების დროს ცხვირ-პირიდან გამოფრქვეული მიკრობები ერთი მეტრის რადიუსში ედება საგნებს და იქიდან ადამიანისთვის გადამდებია 3 დღის განმავლობაში
11. ბაქტერიები ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებსაც სწრაფად გამრავლების უნარი ახასიათებთ. ერთი ბაქტერია 10 საათის განმავლობაში მილიარდამდე შეიძლება გავრცელდეს. ბაქტერია ძლებს ნებისმიერ ზედაპირზე და პრაქტიკულად, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.
ბაქტერიების საარსებო წყარო ხშირად ადამიანის ორგანიზმია. ისინი მრავლდებიან როგორც სხულის შიგნით, ასევე მის ზედაპირზე. იწვევენ ინფექციებს და დაავადების მიზეზნი ხდებიან.
12. ვირუსები უფრო მარტივად არიან მოწყობილნი და ცოცხალ ორგანიზმებადაც არ მიიჩნევიან. ვირუსები ბაქტერიების მსგავსად სწრაფად მრავლდებიან. მათ ცოცხალი ორგანიზმის გარეშე (ადამიანის ან ცხოველი) არსებობა არ შეუძლიათ.