ახალთახალი და ძვირფასი ტანსაცმელიც კი უვარგისი ხდება, თუ მასზე ლაქა გაჩნდა ახალთახალი და ძვირფასი ტანსაცმელიც კი უვარგისი ხდება, თუ მასზე ლაქა გაჩნდა. ასეთი დანაკარგი რომ არ განიცადოთ, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს. ყველაზე ხშირად გავრცელებულ ლაქებთან გასამკლავებლად ეს რჩევები გამოგადგებათ.
ოფლი
თუ ოფლის ლაქა ბამბის ქსოვილზე გაჩნდა, ღვინის ძმარი გამოიყენეთ. თუ შალის ქსოვილზეა - სპირტის ხსნარი, რომელსაც ასე გააზავებთ: 1 ს.კ. ძმარს ან სპირტს 1 ჭიქა წყალი დაასხით.
თმის საღებავი
მის ამოსაყვანად წყალბადის ზეჟანგს იგივე რაოდენობის ნიშადური დაასხით. ლაქა ჩვრით ან ღრუბლით გაწმინდეთ.
ცხიმიანი ლაქები ხალიჩაზე
აურიეთ ერთმანეთში ბენზინი და სარეცხის ფხვნილი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ლაქა ამ მასით დაამუშავეთ და 7 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ცხელი წყლით ამოწმინდეთ. თუ დიდი ხნის ლაქაა, პროცედურა კიდევ გაიმეორეთ.
გუაში
სარეცხი ფხვნილი ცივ წყალში გახსენით. დაასველეთ ლაქა და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ ნივთი და ჯაგრისით გაწმინდეთ.
სისხლი
ცხელ წყალში გარეცხვა არც იფიქროთ. მხოლოდ ცივი წყალი და სარეცხის საპონი გამოიყენეთ.
იოდი
იწმინდება ნიშადურის სპირტით.
წებო
კარგად აცლის ლაქის მოსაშორებელი სითხე, რომელიც აცეტონს არ შეიცავს.
კევი
ნივთი საყინულეში გაყინეთ. მანამდე კევის მოშორება და გაგლესვა არ სცადოთ (კევის მოშორების ხერხებზე დაწვრილებით იხილეთ სტატია).
შოკოლადი
მომზადეთ მარილწყალი 1 სუფრის კოვზი მარილითა და 1 ლიტრი წყლით. ამ სითხეეში დაალბეთ ქსოვილი და შემდეგ გარეცხეთ.
მცენარეული ზეთი
გაჟღინთეთ ლაქა კბილის პასტით და 2-3 საათით გააჩერეთ. შემდეგ ფხვნილი ჯაგრისით მოაშორეთ.
წითელი ღვინო
ახალი ლაქა კარგად ამოჰყავს ცხელ წყალს.
რძისა და სუპის ლაქები შალსა და აბრეშუმზე
მოამზადეთ ნიშადურის სპირტის, ვაშლის ძმრისა და მარილის ხსნარი 4:4:1 პროპორციით. დაალბეთ მასში ლაქა. როცა გაშრება, მეორე მხრიდან გააუთოვეთ.
წვენი
1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი ნახევარ ჭიქა წყალში შეურიეთ და ლაქა ამოწმინდეთ. შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ.
ბალახი
მწვანე ლაქა ოდეკოლონით გაწმინდეთ. თუ ძველი ლაქაა, დაამუშავეთ ხსნარით - 30 მლ ოდეკოლონზე 10 მლ ნიშადურის სპირტი.
იხილეთ ასევე:
ყველაზე მარტივი მეთოდი აბაზანის გასათეთრებლად
ვასუფთავებთ სახლს ყოველგვარი ქიმიის გარეშე - სასარგებლო ხრიკები