მიუხედავად მისი უამრავი სასარგებლო თვისებისა, ამ პროდუქტთან ზომიერების დაცვა და სიფრთხილე აუცილებელია ფუტკრის პროდუქტებიდან ყველაზე სასარგებლო და ბოლომდე გამოუცნობი ნივთიერება გახლავთ დინდგელი. თუმცა მიუხედავად მისი უამრავი სასარგებლო თვისებისა, ამ პროდუქტთან ზომიერების დაცვა და სიფრთხილე აუცილებელია.
მაინც რისთვის არის სასარგებლო ეს იდუმალი ნივთიერება?
იმუნომოდულატორი
მაკრო და მიკროემენტები, A,E და C ვიტამინები, უნიკალური მტვერი და ამინომჟავები - ეს არის პროპოლისი. სწორედ მათ შესწევთ უნარი, ანტისხეულები გამოიმუშაონ და სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დროს ორგანიზმის დამცავი სისტემა გააძლიერონ. ეს ანტისხეულები ორგანიზმს ასევე ეხმარება ქრონიკული დაავადებებისა და სხვადასხვა ტრავმის დამარცხებაში.
ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი
დინდგელში არსებული უნიკალურად აქტიური კომპონენტების წყალობით მისი მიღება შესაძლებელია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, წონის კორექციისთვის, ნივთიერებათა ცვლისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად.
ანტივირუსული
სასწაულმოქმედი ეთერზეთების და იგივე მიკრო-მაკროელემენტების დახმარებით პროპოლისი ხელს უშლის სხვადასხვა ვირუსის რაოდენობის ზრდასა და განვითარებას, მათ შორის გრიპის, ჰერპესის და რესპირატორული ვირუსული ინფექციების.
ბაქტერიციდული
დიდი ხანია პროპოლისს ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. ფლავონოიდები, ეთერზეთები და ბენზოინის მჟავა ანელებენ უამრავი ბაქტერიის განვითარებასა და აქტიურობას. შეუძლიათ გაანადგურონ მიკროორგანიზმების ერთი ნაწილი, მათ შორის დიფტერიული და ნაწლავური ჩხირები, ტუბერკულოზის მიკობაქტერია, უმარტივესი ორგანიზმები (ტრიქომონები).
პროპოლისის უპირატესობა ისაა, რომ პაციენტის ბუნებრივ მიკროფლორას არ ანადგურებს. ამით განსხვავდება ანტიბიოტიკებისგან, თუმცა მათსავით სწრაფად არ მოქმედებს. ანტიბიოტიკები გჭირდებათ? შეგიძლიათ პროპოლისიც გამოიყენოთ - მედიკამენტის მოქმედებას უფრო გააძლიერებს.
ამ ნივთიერების ღირსებაა ისიც, რომ არ იწვევს შეჩვევას და ბაქტერიებს მის მიმართ გამძლეობისნ უნარი არ გამოუმუშავდებათ. ასე რომ, ეფექტურობას არ კარგავენ.
აუმჯობესებს რეგენერაციას
პროპოლისი ქსოვილების აღდგენასაც უწყობს ხელს, ეფექტურია დამწვრობებისას, დაბეჟილობებისას, სხვადასხვა სახის ჭრილობის დროს. გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას, ქრონიკული კოლიტისას, ეგზემის, დერმატომიკოზის და ფსორიაზისას.
ანთების საწინააღმდეგო
პროპოლისს თამამად შეუძლია, სხვა კორტიკოსტეროიდებს გაუწიოს კონკურენცია, რადგან მათზე ნაკლებად არ აფერხერხებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
კაპილარების გამაძლიერებელი
პროპოლისში შემავალი ფლავონიოდი აკაცეტინი კაპილარებზე სასიკეთოდ მოქმედებს. აძლიერებს მათ კედლებს, ამიტომაც პროპოლისს ცხვირიდან, ღრძილებიდან, ჭრილობიდან და ნაწოლებიდან სისხლდენისას იყენებენ.