ამ მეთოდს ალტერნატივა და კონკურენტი არ ჰყავს კბილები კარგ მოვლასა და სწორ კვებას მოითხოვს. კარიესის წინააღმდეგ ბრძოლაში კალცის შემცველი პროდუქტები დაგჭირდებათ. მაგრამ საჭიროა კიდევ რამდენიმე საიდუმლო ხერხი, რათა თქვენი კბილები კარიესისგან დაზღვეული იყოს. ტკბილეულის შეზღუდვა მაინც მოგიწევთ - ამ მეთოდს ალტერნატივა და კონკურენტი არ ჰყავს, ისევე როგორც რეკომენდაციას, რომ კბილები დილა-საღამოს გარდა შუადღისასაც უნდა გამოიხეხოთ. ეს ყველაფერი თავადაც იცით, მაგრამ ამის გარდა კიდევ 3 ეფექტური წესი არსებობს.
1. ჭამეთ მეტი უმი ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები კბილებისა და ღრძილებისთვის ერთგვარი ტრენაჟორებია. ასევე შეიცავს სწორედ იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც კბილების სიჯანსაღისთვის აუცილებელია (ისინი ასევე მრავლადაა რძის პროდუქტებში). თერმული დამუშავებისას საკვებიდან ბევრი სასარგებლო ნივთიერება ქრება. შეახრამუნეთ სტაფილო, ვაშლი, ტკბილი წიწაკა - კარიესისგან დასაცავად ეს ბოსტნეული შესანიშნავი არჩევანია.
2. გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი. ის შეიძლება პასტასნთან ერთად ჯაგრისს დააწვეთოთ, ან თითი დაისველეთ და ღრძილებზე წაისვით. ეს პირის ღრუს ბაქტერიების გამრავლებისგან დაიცავს. შესაბამისად, დაცული იქნება კბილის ემალი.
3. ბევრი წყალი მიიღეთ. კბილების ჯანმრთელობა ნერწყვის რაოდენობასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული. პირის სიმშრალე არა მარტო ცხვირხახას, არამედ კბილებსაც ვნებს. ნერწყვში ხომ ძალიან საჭირო ფერმენტებია მოქცეული, რომლებიც კბილებს მიკრობებისგან იცავენ.