მოიფიქრეს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დისკომფორტი ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გარდერობში საჭირო ნივთს ვერ ვპოულობთ. დიზაინერები და უბრალოდ გონებამახვილი ადამიანებიც ფიქრობენ ამაზე და მოიფიქრეს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დისკომფორტი. საახალწლო არდადეგებზე შეგიძლიათ, ამ იდეებიდან ერთ-ერთი მაინც განახორციელოთ და სამუშაო დღეებს უფრო მოწესრიგებული და დამშვიდებული შეუდგეთ.
ნიშნები უჯრებისთვის ბავშვის ოთახში – შეგიძლიათ, სტიკერები გამოიყენოთ.
კარგი იდეაა ჩანთების მოსათავსებლად.
ჩექმების ადგილი ცალკე პრობლემაა ხოლმე – აი, ასეც შეგიძლიათ მათი შენახვა შარვლების საკიდებზე.
ლოგინის თეთრეულის შენახვა მარტივია, თუ თითოეულ კომპლექტს მისსავე ბალიშის პირში მოათავსებთ და ადვილად გაარჩევთ შემდეგ.
ასეთი რგოლების გამოყენება ძალიან მოხერხებულია ფეხსაცმლის შესანახად.
პირსახოცების შესანახად.
და შარფებისა და ქამრებისთვისაც კი.
ფეხსაცმელი თაროებზე აღარ გეტევათ? საკიდები გამოიყენეთ.
ორმაგი საკიდი – ასე გააორმაგებთ კარადის მოცულობას, თუ ერთ საკიდს მეორეზე დაკიდებთ.
საცვლების შესანახად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
კიბე-საკიდი – ჩვეულებრივი კიბით შეიძლება, დამატებითი შესანახი ადგილები გამოძებნოთ.
სამკაულების დასაკიდებლად უამრავი რამის გამოყენება შეგიძლიათ. მაგალითად, ქაღალდის სამაგრი-პლანშეტების.
შეგიძლიათ, სააბაზანოს პირსახოცების საკიდიც კი გამოიყენოთ.
ან ძველი ჩარჩო გამოიყენეთ.
დასაკეცი სკამი მარტივად გადაკეთდება საკიდად და თაროდ.
საკიდიდან რომ არ დაცურდეს კაბები და პერანგები – საქსოვი ძაფი შემოახვიეთ.
რეზინებიც გამოდგება.
"ჯიბეები" თეთრეულისა და წინდებისთვის, რომლებიც კარადის კარზე იქნება მიმაგრებული, ბევრ ადგილს გამოგითავისუფლებთ.
შარფებისა და კოლჰოტების შესანახად ასევე გამოდგება საკიდები.
საკიდი ქამრებისთვის.
ასე ჩადებული მაისურები გაცილებით მოწესრიგებულია.
უჯრები ბორბლებზე – შეგიძლიათ, რამე გადააფაროთ და საწოლის ქვეშ მოათავსოთ.
ადგილი ქლაჩებისთვის
გამოსაწევი თარო შარვლებისთვის – შარვლები დიდხანს იქნება კარგ ფორმაში
კაუჭები ჯინსებისთვის
იხილეთ ასევე: ყველაზე პრაქტიკული რჩევები დიასახლისებს - გაიმარტივეთ ცხოვრება