რეალურად, პატარა ბავშვს ტელეფონი არ სჭირდება, რადგან ის მუდმივად უფროსების გვერდითაა უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს მობილური ტელეფონი - ამ კითხვაზე დადებით პასუხსაც ბევრს მოისმენთ და უარყოფითსაც. სამაგიეროდ, თუ სკოლის მოსწავლეებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ მშობლების უმრავლესობა აშკარად დადებითი პასუხისკენ იხრება.
რომელი ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვმა ტელეფონი ატაროს. ამ საკითხს ყველა მშობელი ინდივიდუალურად წყვეტს. ზოგიერთ ოჯახში 5 წლის ბავშვსაც ტელეფონი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ თავი შეიქციოს და ხანდახან ბებია-ბაბუას დაურეკოს. რეალურად, ამ ასაკში ბავშვს ტელეფონი არ სჭირდება, რადგან ის მუდმივად უფროსების მეთვალყურეობის ქვეშაა. და თანაც, თუ მობილური ტელეფონის მავნებლობას გავითვალისწინებთ, არც არის სასურველი ბავშვის მასთან ასეთი სიახლოვე.
სამაგიეროდ, როცა საქმე სკოლის მოსწავლეს ეხება, მისი ყიდვა უფრო გამართლებულია.
თუ ამის საჭიროება დადგა და ბავშვისთვის ტელეფონის შეძენა გადაწყვიტეთ, სჯობს სწორად შეარჩიოთ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვისთვის მობილურს ყიდულობთ?
როგორი უნდა იყოს პირველკლასელის მობილური ტელეფონი
სასურველია, მონოლითური კორპუსის მტვერგამძლე, ნესტგამძლე და დარტყმაგამძლე აპარატი. შეიძლება ცოტა ძვირი ღირდეს, სამაგიეროდ, ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში მოემსახურება. უფრო ძვირფასი ტელეფონის შეძენა ამ ასაკისთვის მართლაც არ ღირს, რომ არც მისი შემთხვევით გაფუჭება და დაზიანება დაგენანოთ და არც უფროს მოსწავლეებს გაუჩნდეთ ცდუნება და არ წაართვან ან მოპარონ ის. სამაგიეროდ, ნურც ხარისხის ხარჯზე გააკეთებთ ეკონომიას, რადგან ეს ბავშვის ჯანმრთელობასთანაა პირდაპირ კავშირში.
ტელეფონის დისპლეი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ ბავშვს მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვისას ან მორიგი თამაშისას თვალების დაძაბვა არ უხდებოდეს.
ჯობს შეიძინოთ შავ-თეთრი ეკრანის მქონე აპარატი, რომელიც უფრო კონტრასტულია. ბავშვისთვის ტელეფონის ყიდვისას დამატებით ფუნქციებზეც უნდა იფიქროთ, ესაა რადიო და ფანარი. ინტერნეტში ჩართული ტელეფონი კი ნამდვილად არ სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ ერთი, მისი ანგარიშის შესავსებად სოდილური თანხების გადახდა მოგიწევთ, რადგან ბავშვი თავიდან ფეხებამდე გლობალურ სივრცეში ჩაიძირება, და თანაც, სრულიად ვერ გააკონტროლებთ, რას ნახავს იმ სივრცეში და რით დაინტერესდება.
ყურადღება მიაქციეთ პოლიფონიურ ზარებს. ტელეფონის ზარი ხმამაღალი უნდა იყოს, რათა ბავშვს ყოველთვის ესმოდეს.
თანაც, ასეთ შემთხვევაში მინიმალური დატვირთვა ექნება ელემენტებს, რადგან ამ ასაკში ბავშვები ტელეფონზე ცოტას საუბრობენ. დღე-ღამეში მაქსიმუმ 1-2 საათის განმავლობაში.
ტელეფონი 10-12 წლის ბავშვისთვის
თუ ბავშვს დაწყებით კლასში უბრალო მოდელი ჰქონდა, 10-12 წლისა ისეთ ტელეფონს მოინდომებს, რომელსაც ბევრი დამატებითი ფუნქცია ექნება, თან თანატოლების მობილურებისგანაც განსხვავებული იქნება. ამ ასკის ბავშვისთვის ტელეფონის შეძენისას ჯობს, თავად ბავშვის აზრით დაინტერესდეთ. დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ამ ასაკში მობილური იმიჯისა სტატუსის განმსაზღვრელი ატრიბუტია. შემდეგ ყურადღება კლავიატურაზე გაამახვილეთ. ის საკმაოდ დიდი უნდა იყოს - ამ ასაკში ხომ ბავშვები დღეში უამრავ SMS-ს წერენ. დიდი ეკრანი კვლავაც აქტუალურია. MP3 ფუნქცია, USB და ფოტოკამერა - ეს აუცილებელი ფუნქციებია. ყურადღება მიაქციეთ, რომ კვების ელემენტი 5-6-საათიან სასაუბრო დროზე იყოს გათვლილი.
მობილური უფროსკლასელთათვის
იდეალურ შემთხვევაში 13-15 წლის მოზარდმა მოდელი თავად უნდა აარჩიოს. ამ ასაკში უფროსებზე კარგად ერკვევიან მოდელების ნაკლსა თუ ღირსებებში, თუმცა მათი შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა, შეუფერებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, შეიძლება აირჩიოს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი, რომ მერე კლსში ყველაზე ”მაგარი ტიპი” გამოჩნდეს. ამიტომ, თუნდაც მეტერიალური შესაძლებლობა ხელს გიწყობდეთ, ნუ უყიდით ძალიან ძვირად ღირებულ ტელეფონს. რაც შეეხება ფუნქციებს, აქ უკვე მეხსიერების ბარათი ერთვება, მისი მოცულობა 2 GB-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტელეფონი აღჭურვილი უნდა იყოს WI-FI და DPRS სისტემით. ამით ბავშვს ნამდვილად გაახარებთ, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ტელეფონი მისი დროსი უმეტეს ნაწილს არ წაიღებს და მავნე ჩვევად არ იქცევა.